შინაარსზე გადასვლა

ევროტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროტასი

მდინარე ევროტასი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე პარნონის მთები
სიგრძე 82 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ევროტასი ვიკისაწყობში

ევროტასი (ბერძნ. Ευρώτας) — მდინარე საბერძნეთში. ლაკონიკეს უმსხვილესი მდინარე. სათავე აქვს პარნონის ქედის ძირას. სიგრძე 82 კმ. მიედინება ჩრდილოეთიდან სახრეთისაკენ და ერთვის ლაკონიკოსის ყურეს. ზამთრის თვეებში მდინარეზე აღინიშნება წყალდიდობა. 2005 წლის 24 ნოემბერს მდინარეზე მოხდა ძლიერი წყლადიდობა, რომელმაც გამოიწვია შენობების, ავტომანქნებისა და გზების დაზიანება. ადიდებულმა ევროტასმა ზარალი მიაყენა მისსავე ხეობაში გაშენებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. წყალდიდობის დროს ევროტასის ხეობაში არსებული მრავალი სოფელი დაზარალდა.

ქვიშრობ თავთხელებსა და მომცრო კუნძულებზე იზრდება მრავალი წყლის მცენარე და ლერწამი. ამასთანავე მდინარეში ბინადრობს თევზის მრავალი სახეობა. წყლის დონის დაცემის დროს ევროტასი ზაფხულობით შრება. ბოლო ხანებში მდინარე საყურადღებო დაბინძურებას განიცდის.

ევროტასის სანაპიროებზე გაშენებული იყო ქალაქი სპარტა, რამეთუ აქ კარგი ბუნებირვი ლანდშაფტები და საუკეთესო სავაჭრო პირობები არსებობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]