ლაკიერის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაკიერის სახლი
რუს. Дом Лакиера
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი ნახევარი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101260000

ლაკიერის სახლი (რუს. Дом Лакиера) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი[1] ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველი ნახევარში, კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში შენობა გაფორმებულია ნეხევარ კოლონებით][2].

მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი № 5.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტურგენევის შესახვევის ნომერ 5-ში ააგეს ახალი ორსართულიანი სახლი. იგი დააშენეს ერთსართულიან შენობაზე, რომელიც იყო პირველი გილდიის ვაჭრის, დონის ნახიჩევანელი კარპ ჰაირაბეტოვის კუთვნილება, რომელიც იყო მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქე[2]. 1839 წლიდან სახლს ფლობდა ბერძენი მოქალაქე, ვაჭარი მანუილ კუმანი.

1860-იან წლებში სახლმა გამოიცვალა მესაკუთრე, ახალი მფლობელი გახდა კოლეჯის მრჩეველი მარკ ვარვაცი. 1882 წელს სახლის მფლობელობა გადავიდა მისი მემკვიდრის ალექსანდრე პოპუდოვისა და ელენა ლაკიერის ხელში. ისინი სახლს ფლობდნენ 1920 წლამდე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ასევე მათ ხელში იყო ბერძნების ქუჩა № 42-ში მდებარე სახლი[3]. ამ პერიოდისათვის ლაკიერის სახლი შეფასებული იყო 24 ათას რუბლად. ამავე სახლში ოთახი ჰქონდა ნაქირაები მადამ ფაის[2][4]. სხვა წყაროებით „მოდური სახელოსნო“ შენობაში ფუნქციონირებდა 1892 წლიდან და იგი ეკუთვნოდა ი. ფივიჩს[3]. 1992 წლიდან სახლი არქიტექტურული ძეგლია, იცავს კანონი[1]. 2003 წლისთვის სახლში ფუნქციონირებს საბავშვიო ბაღი „Тополек“-ი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Жилой дом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  2. 2.0 2.1 2.2 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  3. 3.0 3.1 3.2 Энциклопедия Таганрога
  4. Дом 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-14.