ლათის ტრაგედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლათის ტრაგედია

მი-8 ტიპის შვეულმფრენი
ზოგადი მონაცემები
თარიღი 14 დეკემბერი, 1992
მიზეზი ჩამოგდებული
ადგილი ლათა, აფხაზეთი, საქართველო
დაღუპული 81-87
თვითმფრინავის ტიპი შვეულმფრენი
თვითმფრინავის სახელი მი-8
გამოფრენა ტყვარჩელი
დანიშნულება გუდაუთა

ლათის ტრაგედია, ასევე მი-8 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა ლათასთან1992 წლის 14 დეკემბერს, აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის საჰაერო ძალების მი-8 ტიპის შვეულმფრენის განადგურება, რომელიც ჰუმანიტარულ რეისს ასრულებდა ტყვარჩელიდან გუდაუთაში. ბორტზე ამ დროს 81-დან 87-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 8 ფეხმძიმე და 35 ბავშვი.[1] საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედროების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან საზენიტო სარაკეტო სისტემით ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო, რამაც ბორტზე მყოფი ყველა 87 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი.[2]

კატასტროფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 14 დეკემბერს, ქართული შენაერთების მიერ ბლოკირებული ტყვარჩელიდან აფხაზებით ბორტზე ორი შვეულმფრენი გამოფრინდა, სუ-25-ის თანხლებით.[3] სოფელ ლათასთან ერთ-ერთი შვეულმფრენის მისამართით, საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ჭურვი გაისროლეს. შემდგომი გამოძიების მიხედვით, საზენიტო სარაკეტო სისტემა საბჭოთა წარმოების „Стрела-2“ აღმოჩნდა.[4]

მომხდარის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური მხარე თავიდანვე აჟღერებდა ვერსიას, რომ მომხდარი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედების შედეგია.

ქართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ქართული მხარე უარყოფდა თავის წვლილს შვეულმფრენის ჩამოგდებაში და არსებობდა რამდენიმე ვერსია მომხდარის:

1. შვეულმფრენი აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. თუმცა, ეს ვერსია არ იყო განმტკიცებული რაიმე ფაქტით, რადგან აღნიშნული ტერიტორია სრულიად ქართული მხარის კონტროლის ქვეშ იყო. გარკვეული დროის შემდეგ, საქართველომ აღიარა, რომ ტრაგედია მის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, კერძოდ, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ ლათაში.[4]

2. შვეულმფრენი გადატვირთვის გამო დაეცა. ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების მიხედვით, მი-8 ტიპის შვეულმფრენი გათვლილია 24-დან 30-მდე ადამიანის გადაყვანისთვის, რაც დამოკიდებულია ვერთმფრენის მოდიფიკაციაზე. შვეულმფრენში, ტრაგედიის დროს, ეკიპაჟის გარდა 79-დან 84-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

3. ქართულ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რეისი გათვლილი იქნებოდა სამოქალაქო პირების გადასაყვანად. ამ ვერსიის თანახმად, ქართულ მხარეს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ბორტზე იქნებოდნენ ვლადიმერ ანცუპოვი და ასლან ზანთარია, აფხაზი სეპარატისტების სამხედრო ლიდერები, ასევე სეპარატისტი სამხედროები. ისინი მართლაც მიფრინავდნენ 12 სამხედრო პირთან ერთად.[5]

4. აფხაზებმა და რუსებმა მიზანმიმართულად დაუშვეს ინფორმაციის გაჟონვა იმის შესახებ, რომ ამ ბორტით ანცუპოვი და ზანთარია მიფრინავდა, სადაც ბევრი სამოქალაქო პირიც იმყოფებოდა.[6] ამ ვერსიის თანახმად, აფხაზები ან რუსები ამ გზით შეეცადნენ ქართველების წინააღმდეგ სიძულვილის გაზრდას, რათა გაიზარდოს წინააღმდეგობის ტალღა. ამის გარდა, არსებობს ვერსია, რომ კონკრეტულ აფხაზ ლიდერს სურდა ზანთარიას განადგურება ნებისმიერ ფასად. ამ ვერსიის სიმართლის მიუხედავად, შვეულმფრენის განადგურებამ მართლაც გამოიწვია ქართველების მიმართ სიძულვილის ზრდა და აფხაზური საბრძოლო ნაწილების რაოდენობის ზრდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზაზა წულაძე. (17 დეკემბერი 2012) 20 წელი ლათას ტრაგედიიდან. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 2023-01-06.
  2. on.ge. (14 დეკემბერი 2021) ლათას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა — DRI მთავრობას ტრაგედიის გამოძიებისკენ მოუწოდებს. on.ge. ციტირების თარიღი: 2023-01-06.
  3. Еще раз о латской трагедии. ციტირების თარიღი: 2013-04-13.
  4. 4.0 4.1 20 лет назад: трагедия в небе над Латой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-13.
  5. Латская трагедия - вопросы без ответа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-13.
  6. АБХАЗИЯ.ORG :: Новости :: «Крик малышей» и «Жалкий лепет оправданья». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-04-13.