განხილვა:ლათის ტრაგედია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეიტრალური სახელი[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში მოქმედებს ნეიტრალიტეტის წესი. "ლათას ტრაგედია" ესაა სეპარატისტების შერქმეული სახელი და მსგავს ტერმინოლოგიას თუ არ გამოვიყენებთ ქართულ ვიკიპედიაში, კარგი იქნება. მითუმეტეს, ინგლისური და რუსული ვიკიპედიაც კი არ ასათაურებს ამ სტატიას ასე. 1992 Russian Air Force Mi-8 shootdown ინგლისურ ვიკიპედიაში და Авиакатастрофа Ми-8 рядом с селом Лата რუსულში. ესაა გაცილებით ნეიტრალური სახელები, ყველანაირი სენტიმენტალური არაენციკლოპედიური დამოკიდებულებებისგან თავისუფალი. გვერდი უნდა იქნეს გადატანილი უფრო ნეიტრალურ სათაურზე. არ არსებობს მიზეზი, ეს სეპარატისტების შეთითხნილი დასახელება რატომ უნდა იყოს გამოყენებული ნეიტრალური დასათაურების ნაცვლად. ArsenalAtletico2017 (განხილვა/წვლილი) 23:43, 22 იანვარი 2024 (UTC) ყველაფერს თავი დავანებოთ, 1993 წელს სოხუმში ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სტატიას რატომ უნდა ერქვას "Transair Georgia-ს თვითმფრინავის ჩამოგდება" და ამ სტატიას რატომ უნდა ერქვას "ლათას ტრაგედია"? ქართველები არ ვართ? ქართულმა ვიკიპედიამ შორს უნდა დაიჭიროს თავი სეპარატისტული პროპაგანდისგან. საჭიროა უფრო ნეიტრალური დასათაურება. ArsenalAtletico2017 (განხილვა/წვლილი) 23:48, 22 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს გვერდის გადატანის დისკუსიის გახსნის შაბლონი არ გვაქვს ქართულ ვიკიპედიაში (ქართული ანალოგი არ ჰქონდა შაბლონის გვერდის ინგლისურ ვერსიას), ან შეიძლება მე ვერ ვიპოვე, ამიტომ ისე ვაყენებ საკითხს. ArsenalAtletico2017 (განხილვა/წვლილი) 00:13, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
მოდით ეს პატრიოტული სენტიმენტები გვერდზე გადავდოთ, პირველ რიგში. თვითონ ამბობთ ნეიტრალურიო და თავიდან ბოლომდე არანეიტრალურად მსჯელობთ. ვიკიპედიაში სათაურები ისე შემოგვაქვს, როგორც ყველაზე ცნობადი და გავრცელებულია მოვლენა, წაიკითხეთ ეს წესი და შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა. ქართულ წყაროებში ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა „ლათის ტრაგედია“ და ვერ ვხედავ სათაურის გადატანის აუცილებლობას. — Mehman 11:54, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ერთიანი მიდგომა უნდა იყოს. თუკი გვაქვს Transair Georgia-ს თვითმფრინავის ჩამოგდება, მაშინ ტრაგედია აქ ზედმეტია. თუკი აქ ტრაგედიას ვტოვებთ, მაშინ ზემოაღნიშნულს უნდა ეწოდოს „ბაბუშერის ტრაგედია“. გიო ოქრო 18:42, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
მგონი ერთ რაღაცას ვერხვდებით აქ: სტატიის სახელწოდება იწერება იმ სახელით, რაზეც ფართოდ ცნობილია. ამ შემთხვევაში, თუ მოძებნით ინტერნეტში, ეს მოვლენა ცნობილია და ფართოდ გავრცელებულია მიმდინარე სახელწოდებით, და არა ისე, როგორც გვთავაზაბთ. — Mehman 19:02, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]