ლაგოდეხის თეთრყვავილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლაგოდეხის თეთრყვავილა
Galanthus lagodechianuis 03 (cropped).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  თეთრყვავილა
სახეობა:  ლაგოდეხის თეთრყვავილა
ლათინური სახელი
Galanthus lagodechianus Kem.-Nath., 1947

ლაგოდეხის თეთრყვავილა (ლათ. Galanthus lagodechianus) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს პრიალა და მწვანე ფოთლები, ფოთლებზე გრძელი საყვავილე ღერო. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ღრმად ჩაზნექილია, კოვზის ფორმის. შიგნითა სეგმენტები – თირკმლისებური, წვერში ამოკვეთილი, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია თებერვალ-აპრილი. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილსა და ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება კახეთსა და შიდა ქართლში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 28.