კუშჩის გორასამარხი
იერსახე
კუშჩის გორასამარხი — გორასამარხი, მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩის მახლობლად. გაითხარა 1940-1947 წლებში. შედგება შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIII-ძვ. წ. XVII სს.) 2 გორასამრხისაგან ე. წ. თოფ-ქარი I და თოფ-ქარი II. ორივე გორასამარხს ქვით ნაგები დასაკრძალავი დარბაზები ჰქონდა. მათში აღმოჩნდა მოყვითალო ანგობის ფონზე ყავისფრად მოხატული დერგები და ჭდეული ორნამენტით შემკული შავპრიალა კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირები, ბრინჯაოს მახვილის ნატეხი, ოქროს და მინისებრი პასტის მძივები, ოქროს და ვერცხლის გარსაკრავები და სხვ. პირველ გორასამარხში ნაპოვნი გავარსითა და ფერადი ქვების ინკრუსტაციით შემკული ოქროს სფერულთავიანი ვერცხლის საკინძი ძველი ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 91.