კურფიურსტები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კურფიურსტი)
კურფიურსტები (გერმ. Kurfürsten, სიტყვასიტყვით — ამომრჩეველი მთავრები < Kur — ამორჩევა და Fürst — მთავარი) — „საღვთო რომის იმპერიაში“ მთავრები, რომელთაც XIII საუკუნიდან მიენიჭათ მეფის (იმპერატორის) არჩევის უფლება. კურფიურსტები იყვნენ: ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები, საქსონიის, პფალცის, ბრანდენბურგის საერო მთავრები და ბოჰემის (ჩეხიის) მეფე. კურფიურსტების უფლებები და განსაკუთრებული პრივილეგიები იურიდიულად კარლ IV-ის ოქროს ბულით (1356) გაფორმდა. რაიხსტაგში კურფიურსტების კოლეგიამ შეადგინა პირველი კურია. იმპერიის გაუქმებასთან ერთად (1806) კურფიურსტთა კოლეგია გაუქმდა. ფორმალურად კურფიურსტების ტიტული მხოლოდ ჰესენ-კასელის მფლობელებმა შეინარჩუნეს 1988 წლამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 86.