კურდღელაურის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურდღელაურის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კურდღელაურის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ნაგებობა გეგმით კვადრატთანაა მიახლოებული, კუთხეები მომრგვალებული სწორკუთხედია. ნაშენია საშუალო ზომის რიყის ქვით და კირის დუღაბით, წყობა სწორხაზოვანია. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია ერთი სართულის სიმაღლეზე.

შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილშია. ამავე კედელში ერთი, სწორკუთხა ნიშა და ეთი სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. მსგავსი ფორმის ერთი ნიშა და სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. სართული გადახურულია ცილინდრული კამარით. რომლის ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]