კუნიგუნდა უნგრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუნიგუნდა უნგრელი
წმინდა კუნიგუნდა უნგრელი
Szent Kinga, Budapest (closeup).jpg
ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1224
დაბადების ადგილი ესტერგომი, უნგრეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 24 ივლისი, 1292
გარდაცვალების ადგილი სტარი-სონჩი
მშობლები ბელა IV, მარია ლასკარინა

კუნიგუნდა უნგრელი (პოლ. Święta Kinga, უნგრ. Szent Kinga) (დ. 5 მარტი, 1224 — გ. 24 ივლისი, 1292) — რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, პოლონეთის და ლიტვის მფარველი.[1][2]

ის დაიბადა ესტერგომში, უნგრეთის სამეფოში. მისი მშობლები იყვნენ ბელა IV უნგრეთის მეფე და ნიკეის იმპერიის პრინცესა მარია ლასკარინა. ის იყო ელიზაბეტა უნგრელის დის წული და იადვიგა სილეზიელის დის შვილიშვილი. მისი დები იყვნენ მარგარიტა უნგრელი და იოლანდა პოლონელი. ის საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დააქორწინეს ბოლესლავ V–ზე და გახდა პრინცესა როდესაც მისი ქმარი გახდა კრაკოვის ჰერცოგი.[3] ქორწინების მიუხედავად წყვლს უბიწოების აღქმა ჰქონდათ დადებული.

კუნიგუნდა გამორჩეული იყო ქველმოქმედებით. 1279 წელს მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მან მთელი ქონება გაყიდა და ღარიბებს დაურიგა. მან უარი განაცხადა ქვეყნის მართვაზე და შეუერთდა ქალ მონაზონთა კლარისიელების ორდენს. ის 1292 წლის 24 ივლისს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პაპმა ალექსანდრე VIII–მ კულიგუნდას ბეატიფიკაცია 1690 წელს მოახდინა. 1695 წელს ის გახადეს პოლონეთისა და ლიტვის მთავარი მფარველი წმინდანი. 1999 წლის 16 ივნისს იოანე პავლე II–მ მოახდინა მისი კანონიზაცია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Katolikus.hu St Kinga. www.katolikus.hu. წაკითხვის თარიღი: 2015.
  2. „St Kinga“. Catholic Encyclopedia. 1915. http://www.newadvent.org/cathen/04569a.htm. წაკითხვის თარიღი: 13 February 2015.
  3. Sokol, Stanley S. (1992). "Cunegunda (Helen)", The Polish Biographical Dictionary: Profiles of Nearly 900 Poles who Have Made Lasting Contributions to World Civilization. Bolchazy-Carducci, გვ. 74. ISBN 9780865162457. 
  4. Berglund, Bruce R.; Porter, Brian A. (2010) Christianity and Modernity in Eastern Europe. Central European UP, გვ. 368 n.61. ISBN 9789639776654.