შინაარსზე გადასვლა

უბიწოება

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უბიწოება, უმანკოება (virginitas; ლათ. virgo — ქალწული) — ადამიანის მდგომარეობა პირველი სექსუალური კონტანქტის მომენტანდე.[1] მამრობითი სქესის შემთხვევაში ქალის უცოდინარი ვაჟიშვილად ანუ უმანკო ვაჟად, ხოლო მდედრობითი სქესის შემთხვევაში მამაკაცის უცოდინარი ქალიშვილად ან ქალწულად იწოდება, თუმცა ქართულ ენაში სიტყვა „ვაჟიშვილი“ აღნიშნავს აგრეთვე მამრობითი სქესის ადამიანის შვილს, ამ შემთხვევაში ძეს ანუ ვაჟს,[2] ხოლო „ქალიშვილი“ მდედრობითი სქესის ადამიანის შვილს, ამ შემთხვევაში ასულს.[3] უბიწოება სექსუალური გამოცდილების არქონას აღნიშნავს და, როგორც წესი, გულისხმობს, რომ ქალს (ან მამაკაცს) არ ჰქონია ვაგინალური პენეტრაციის აქტი. ბევრ კულტურაში, განსაკუთრებით, ქალებისთვის, მოითხოვება ქორწინებამდე ქალწულობა, ხოლო ზოგიერთ კულტურაში ქალწულობა ქალის გათხოვების აუცილებელი პირობაა. ასეთ კულტურებში განსაკუთრებულად აკონტროლებენ და უფრთხილდებიან გოგონების ქალწულობას.[4]

  1. What Is Virginity & The Hymen? | Losing Your Virginity planned parenthood
  2. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, IV, თბ., 1955
  3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, VII, თბ., 1962
  4. Lauder, M. (2007), Virginity, in Malti-Douglas F. (ed), Encyclopedia of Sex and Gender, vol. IV, Thomson Gale, pp. 1511–1514.