კუიტო
ქალაქი | |
---|---|
კუიტო პორტ. Kuito | |
ქვეყანა | ანგოლა |
პროვინცია | ბიეს პროვინცია |
კოორდინატები | 12°23′00″ ს. გ. 16°56′00″ ა. გ. / 12.38333° ს. გ. 16.93333° ა. გ. |
დაარსდა | 1750 |
ადრეული სახელები | სილვა-პორტუ |
ფართობი | 4814 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1719 მ |
ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა |
მოსახლეობა | 185 302 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 38,49 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სატელეფონო კოდი | +244 48[1] |
კუიტო (პორტ. Kuito) — ქალაქი ანგოლაში. ბიეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1975 წლამდე მას ერქვა სილვა-პორტუ. 1993—1994 და 1998—1999 წლებში ქალაქს ალყა შემოარტყეს ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის ეროვნული კავშირის მეამბოხეებმა. ამ ალყების შედეგად ბევრი შენობა-ნაგებობა დღემდე საკმაოდ დაზიანებულია.
ქალაქი მდებარეობს ცენტრალური ბენგელის სარკინიგზო ხაზზე.
მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 185 302 ადამიანს[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუიტო აშენებულია ოვიმბუნდუს ტომის მიერ 1750 წელს[3]. მისი მმართველი იყო ბიიე, რომელიც დაქორწინდა სონგოელ ქალზე, რის შემდეგაც ორივემ ერთად ააშენეს ქალაქი. შემდგომში პორტუგალიელებმა ბიეს პროვინციას სახელი დაარქვეს ოვიმბუნდუს მმართველის გამო[4]. ოვიმბუნდუს ტომი ჰყიდდა მეზობელი ხალხის ტყვეებს ევროპელ მონებით მოვაჭრეებზე. მოგვიანებით კუიტოს დაერქვა სილვა-პორტუ ვაჭარ ანტონიო დე სილვა-პორტოს პატივსაცემად[5].
სილვა-პორტუს აქვს ძალადობის ხანგრძლივი ისტორია, დაწყებული აფრიკელი მონების ვაჭრობით. 1960-იან წლებში პორტუგალიელები იყენებდნენ ქალაქს, როგორც პორტუგალიის ჯარის მომზადების სასწავლო ცენტრს, რომელიც იგზავნებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში პარტიზანული აჯანყებების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1975 წელს ანგოლამ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1993 წლის 6 იანვარს სამოქალაქო ომის დროს კუიტოს ალყა შემოარტყეს უნიტას აჯანყებულებმა. ალყა გაგრძელდა 9 თვე, 30 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა შიმშილისგან. მეორე ალყა მოხდა 1998 წელს, ქალაქის დასაპყრობად გამოყენებული იქნა არტილერია და ტანკები[6].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1719 მეტრზე[7], ბიეს პლატოს აღმოსავლეთ ფერდობზე. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 21,26 °C-ს[8]. ყველაზე უფრო ცივი პერიოდი აღინიშნება მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც თითქმის მთლიანად არ არსებობს ნალექი. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — სექტემბერი და ოქტომბერი. წვიმების სეზონია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუიტოს სატელეფონო კოდი
- ↑ World Gazetteer (ინგლისური)
- ↑ John Marcum, «ანგოლის რევოლუცია» = «The Angolan Revolution», ტ. 1. (ინგლისური)
- ↑ T. Ernest Wilson, «Angola Beloved». (ინგლისური)
- ↑ Henry W. Nevison, «A Modern Slavery». (ინგლისური)
- ↑ Martin James, «ანგოლის ისტორიული ლექსიკონი» = «Historical Dictionary of Angola». (ინგლისური)
- ↑ ამინდის ბაზა დაარქივებული 2020-11-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ კუიტო, ანგოლა — კლიმატი (ინგლისური)