კუიბიშევის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუიბიშევის წყალსაცავი
Kuib-vodoh-oliv.jpg
კოორდინატები: 53°46′38″ ჩ. გ. 48°55′46″ ა. გ. / 53.77722° ჩ. გ. 48.92944° ა. გ. / 53.77722; 48.92944
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 53 
სიგრძე 500 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 6450 კმ²
მოცულობა 58 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 2604 კმ
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 41 
კუიბიშევის წყალსაცავი — რუსეთი
კუიბიშევის წყალსაცავი

კუიბიშევის წყალსაცავი (რუს. Куйбышевское водохранилище; თათრ. Kuybışev) — წყალსაცავი რუსეთში, მდინარე ვოლგაზე. მოქცეულია ჩუვაშეთის, მარი-ელის, თათრეთის, ულიანოვსკისა და სამარის ტერიტორიებზე. შექმნილია 1955-1957 წწ. წყალსაცავის სიგრძე 500 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 40 კმ. წყლის სარკის ფართობი 6450 ათ. კმ². წყლის მოცულობა 58 კმ³, რომელთაგან 34 კმ³ სასარგებლოა. საშუალო სიღრმე 8 მ, მაქსიმალური სიღრმე 41 მ.

კუიბიშევის წყალსაცავი ახდენს ჩამონადენის სეზონურ რეგულირებას, წყალსაცავის დონე ცვალებადობს 6 მ ფარგლებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია, ზოგჯერ მაისის დასაწყიში. კუიბიშევის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნით. გარდა ამისა წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. ხშირია ნაპირების წარეცხვა და აბრაზია, გააქტიურდა მეწყერი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]