კრუკედ-აილენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრუკედ-აილენდი
მშობ. სახელი: Crooked Island
Crooked Island in Bahamas (zoom).svg
მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 261 კმ² (2)
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
უდიდესი ქალაქი კოლონელ-ჰილი
დემოგრაფია
მოსახლეობა 600 (2009)
სიმჭიდროვე 1 238 /კმ²

კრუკედ-აილენდი (ინგლ. Crooked Island) — კუნძული და რაიონი ბაჰამის კუნძულებში. შემოსაზღვრულია ვრცელი, თავთხელი ლაგუნით, რომელსაც აკლინსის უბეს უწოდებენ. იგი ასევე საზღვრავს კუნძულ აკლინსს სამხრეთ-აღმოსავლეთით და კიდევ რამდენიმე პატარა კუნძულს.

1780-იან წლებში კუნძულზე ჩასახლდნენ ამერიკელი ლოიალისტები, რომელთაც ბამბის პლანტაციები გააშენეს, სადაც 1 000-მდე მონა დაასაქმეს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის იმპერიაში მონობა გაუქმდა, მათი მეურნეობა არარენტაბელური გახდა მათი შემოსავლის წყაროდ ზღვის ღრუბელი იქცა, რომლის რაოდენობაც ახლა საკმაოდ მცირეა. ამჟამად მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო თევზაობა და მცირე ზომის ფერმერული მეურნეობაა.

რაიონის მთავარი ქალაქია კოლონელ-ჰილი.

2009 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 600 ადამიანს შეადგენდა.

მიჩნეულია, რომ ბაჰამის კუნძულებზე პირველი საფოსტო ოფისი კრუკედ-აილენდის ქალაქ პიტს-ტაუნში ამოქმედდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]