კრის ჯერიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრის ჯერიკო
დაბადების სახელი კრისტოფერ კიტ ირვაინი
დაიბადა 9 ნოემბერი 1970
მანჰასეტი, ნიუ-იორკი, აშშ
საცხოვრებელი ადგილი ტამპა, ფლორიდა, აშშ
შვილები 3
პროფესიონალური რესლინგის კარიერა
სარინგო სახელები კრის ჯერიკო, Corazón de León, Lion Do, The Lion Heart, Super Liger
გამოცხადებული სიმაღლე 183[1] სმ
გამოცხადებული წონა 103[1] კგ
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი უინიპეგი, მანიტობა, კანადა
მწვრთნელი ედ ლენგლი, კატსუი ადაჩი
დებიუტი 1990 წელს

კრისტოფერ კიტ ირვაინი (ინგლ. Christopher Keith Irvine დაბ. 1970 წლის 9 ნოემბერს) — კანადელი პროფესიონალური რესლერი, მწერალი, რადიოწამყვანი და როკ-მუსიკოსი, რომელიც ცნობილია სასცენი ფსევდონიმით - კრის ჯერიკო. იგი არის ისტორიაში პირველი WWE-ს უდავო ჩემპიონი და ცხრა გზის ინტერკონტინენტალური ჩემპიონი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისი იყო ლეგენდარული რესლინგ-დინასტიის - ჰარტების რესლინგ-სკოლის მოსწავლე, საიდანაც არაერთი გამოჩენილი რესლერი გამოსულა. ირვაინი თავის პირველ მატჩებს ატარებდა კანადაში, მექსიკაში და იაპონიაში. კრისმა კარიერა გააგრძელა აშშ-ში ისეთ პრომოუშენებში, როგორიცაა WCW (World Championship Wrestling), ECW (Extreme Championship Wrestling) და ბოლოს WWE/F (World Wrestling Entertaiment/Federation). იგი არის WWE-ს ისტორიაში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც 6 სხვადასხვა ტიტული ეჭირა[2].

კრისის მამა, ტედ ირვაინი (ინგლ. Ted Irvine) არის ყოფილი ჰოკეისტი, რომელიც თამაშობდა NHL-ში. თვითონ კრისი არის მორწმუნე ქრისტიანი. თავისი სასცენო ფსევნოდიმი „ჯერიკო“ ამოირჩია, რადგანაც იგი ძალიან აღფრთოვანებული იყო უძველესი ქალაქ - იერიქონის ისტორიით. ამ ფაქტორმა ასევე იმოქმედა იმაზე, რომ კრისმა თავის საფირმო ილეთს „Walls Of Jericho“ დაარქვა.

ამ ყველაფერთან ერთად, კრის ჯერიკო არის ჰევი-მეტალ ჯგუფ „Fozzy“-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და სოლისტი.

კარიერა პროფესიონალურ რესლინგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს შედგა კრისის დებიუტი ECW-ში, მაგრამ ჯერიკო იქ სულ რაღაც რამდენიმე თვე იმყოფებოდა და ვერაფერს ვერ მიაღწია.

World Championship Wrestling[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმავე 1996 წლის ზაფხულში ჯერიკო ხელს აწერს კონტრაქტს რესლინგ-პრომოუშენ WCW (World Championship Wrestling)-თან. იქ კრისმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის საშუალო წონაში და კომპანიის სატელევიზიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება[3]. რესლინგის უმაღლესი დონის გარდა, ჯერიკო ასევე დაამახსოვრდა მაყურებელს, როგორც ქარიზმატული პერსონაჟი, რომელიც იდეალურად ფლობს მიკროფონს. ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირებები ჰქონდა რეივენთან და რეი მისტერიოსთან.

World Wrestling Federation / Entertaiment[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Y2J; ინტერკონტინენტალური ჩემპიონი (1999-2000)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს კრისმა ხელი მოაწერა კონტრაქტს WWE-სთან (იმჟამად WWF-სთან). მისი გამოჩენა და დებიუტი გახდა WWE RAW-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. მის არენაზე გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, რინგის ტიტანტრონზე (ეკრანზე) იყო დაწყებული დროის ათვლა 1999 წლის 9 აგვისტომდე. როდესაც ეს დღე დადგა, არენაზე მაყურებლებისთვის უცხო მუსიკა უკრავდა და მოულოდნელად გამოვიდა კრის ჯერიკო ფსევდომინით Y2J.

კრისმა დაიწყო დაპირისპირება ჩაინასთან ინტერკონტინენტალური ჩემპიონობისათვის. პირველ მატჩში გაიმარჯვა ჯერიკომ, ხოლო მეორე მატჩი (რევანში) კი დამთავრდა ორმხრივი დაცემით. მესამე, უკანასკნელ მატჩში კი ჯერიკომ საბოლოოდ გაიმარჯვა და წარმატებით დაიცვა თავისი ჩემპიონის ტიტული[3]. PPV No Way Out-ზე მან წააგო ინტერკონტინენტალური ტიტული კურტ ენგლთან[3]. მალევე კრისმა დაიბრუნა ჩმეპიონობა, მაგრამ ასევე მალე კვლავ დაკარგა Triple H-თან[3].

ალიანსი კრის ბენუასთან; სხვადასხვა დაპირისპირებები (2000-2001)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს კრის ჯერიკომ და კრის ბენუამ მოიპოვეს WWF-ის გუნდური ჩემპიონების ტიტულები[3], რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იცავდნენ, მაგრამ დაკარგეს ძმები დადლის წინააღმდეგ. PPV Vengeance-ზე მან სამმხივ მატჩში მიიღო მონაწილეობა WWF-ის ჩემპიონ „Stone Cold“ სტივ ოსტინის და WCW-ს ჩემპიონ დუეინ ჯონსონის წინააღმდეგ, რომელშიც გაიმარჯვა და გახდა ისტორიაში პირველი WWE-ს უდავო ჩემპიონი[3]. ეს ტიტული კი დაკარგა WrestleMania X8-ზე Triple H-ს წინააღმდეგ[3].

სხვადასხვა დაპირისპირებები (2002-2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით ჯერიკომ და კრისტიანმა შექმნეს გუნდი, მაგრამ როდესაც მათ დაიწყეს სასიყვარულო ურთიერთობები ტრიშ სტრატუსთან და ლიტასთან (ერთმანეთის შესაბამისად), მათი გუნდი დაიშალა. WrestleMania XX-ზე კრისმა წააგო მატჩი კრისტიანის წინააღმდეგ ტრიშ სტრატუსის ჩარევის გამო[4]. BackLash-ზე Y2J მონაწილეობდა ჰანდიკაპ მატჩში „ორი ერთის წინააღმდეგ“ კრისტიანისა და ტრიშ სტრატუსის წინააღმდეგ, რომელშიც გაიმარჯვა[5]. ხოლო PPV Unforgiven-ზე ჯერიკომ მოიგი ინტერკონტინენტალური ჩემპიონობა კრისტიანთან მატჩში[3]. ასევე მიიღო მონაწილეობა WrestleMania 21-ზე ისტორიაში პირველ Money In The Bank მატჩში[6].

2005 წლის 25 აგვისტოს კრის ჯერიკომ დატოვა კომპანია[7].

დაბრუნება WWE-ში (2007-2010)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაპირისპირებები სხვადასხვა ტიტულებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს WWE არენის ტიტანტრონზე (ეკრანზე) რთავდა სხვადასხვა ბინარულ კოდებს, რომელიც შიფრის გატეხვას მოითხოვდა. ეს ყველაფერი დამთავრდა 2007 წლის 19 ნოემბერს, როდესაც ახალი WWE-ს ჩემპიონის რენდი ორტონის საუბარი შეწყვიტა ტიტანტრონზე გამოასხულმა ფრაზამ «SAVE_US.Y2J», რის შემდეგადაც ჩაირთო მისი მუსკალური თემა „Break The Walls Down“ და არენაზე გამოვიდა კრისი, რამაც მაყურებლები ძალიან გაახარა[8]. მან მალევე დაიწყო დაპირისირება WWE-ს ჩემპიონობისთვის რენდი ორტონთან, მაგრამ ეს დაპირისპირება მალევე დამთავრდა და დაიწყო ახალი ჯონ ბრედშოუ ლეიფილდთან (JBL-თან). 10 მარტს მან დაამარცხა ჯეფ ჰარდი და გახდა ახალი ინტერკონტინენტალური ჩემპიონი, მაგრამ ეს ტიტული დაკარგა PPV Night Of Champions-ზე კოფი კინგსტონთან[9]. მალევე მან მიიღო მონაწილეობა შონ მაიკლზის წინააღმდეგ მატჩშიWWE-ს მსოფლიო ჩემპიონის (მძიმე წონაში) ტიტულისათვის, რომელშიც გაიმარჯვა[10]. მალევე, Survivor Series-ზე იგი დაკარგა მატჩში ჯონ სინას წინააღმდეგ[11]. მალევე მან დაიწყო დაპირისპირება WWE-ს ლეგენდების წინააღმდეგ : როდი პაიპერისა, რიკი სტიმბოუტისა და ჯიმი სნუკის წინააღმდეგ. კრისმა ისინი დაამარცხა ჰანდიკაპ მატჩში „სამი ერთის წინააღმდეგ“ WrestleMania XXV-ზე[12].

მოგვიანებით იგი გადავიდა ბრენდ SmackDown!-ზე და დაიწყო დაპირისპირება რეი მისტერიოს წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც იგი გახდა ცხრა გზის ინტერკონტინენტალური ჩემპიონი[13].

WWE-ს გუნდური ჩემპიონი და ტრავმა (2009-2010)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PPV The Bash-ზე ჯერიკომ დაკარგა ტიტული მატჩში რეი მისტერიოს წინააღმდეგ, მაგრამ იმავე დღეს ეს და ეჯი ხდებიან გუნდური ჩემპიონები[14]. მალევე ეჯმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად გუნდში მოვიდა ბიგ შოუ. TLC 2009-ზე ისინი დამარცხდნენ გუნდ D-Generation X-თან[15] (შონ მაიკლზი და Triple H). 2010 წლის 4 იანვარს გამართა მატჩი-რევანში, სადაც კრისი დამარცხდა და მატჩის წესების მიხედვით, მას უნდა დაეტოვებინა RAW სამუდამოდ, მაგრამ შონ მაიკლზის დახმარებით შოუ Elimination Chamber-ზე დაამარცხა Undertaker-ი. Wrestlemania XXVI-ზე იგი იბრძოდა მატჩში ეჯის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონობისათვის, სადაც გაიმარჯვა და დაიცვა თავისი ტიტული[16]. მაგრამ მალევე, ერთი კვირის შემდეგ, SmackDown-ზე თავისი კონტრაქტი გამოიყენა Money In The Bank მატჩის გამარჯვებულმა ჯეკ სვაგერმა და ის გახდა ახალი ჩემპიონი[17].

დრაფტის შედეგად, ჯერიკო გადავიდა ბრენდ RAW-ზე დაჯგუფება „ნექსუსის“ წინააღმდეგ საბრძოლველად. კრისი შედიოდა „გუნდ WWE-ში“, რომელმაც დაამარცხა „ნექსუსი“ SummerSlam-ზე. მალევე კრისმა განაცხადა, რომ თუ ის Night Of Champions-ზე ვერ გაიმარჯვებს, იგი დატოვებს კომპანიას. მან ამ მატჩში წააგო. 27 სექტემბერს მიიღო ტრავმა და როდესაც დატოვა კომპანია, გაემგზავრა თავისი ჯგუფ - Fozzy-ს გასტროლებზე.

დაბრუნება WWE-ში (2012-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის შემოდგომაზე, არენის ტიტანტრონზე ირთვებოდა გაურკვეველი და იდუმალებით მოცული ვიდეოები, რომელშიც პატარა ბავშვები ამბობდნენ, რომ „ის ახლოსაა“.

2012 წლის 2 იანვარს გაირკვა ვინ იდგა ამ ვიდეობის უკან. ეს იყო კრის ჯერიკო, რომელიც იმ დღეს კომპანიაში დაბრუნდა. იგი ავიდა რიგზე, 13 წუთის განმავლობაში ჩუმად იყო და ისევ დატოვა რინგი. ერთი კვირის შემდეგ ზუსტად იგივე სიტუაცია განმეორდა. 16 იანვარს იგი უნდა გამოსულიყო გუნდურ მატჩში დენიელ ბრაიანთად და სმ პანკთან ერთად, მაგრამ როდესაც იგი უახლოვდებოდა რინგს, მან უცებ გადაიფიქრა ასვლა და უკან გაბრუნდა, მის ნაცვლად კი მატჩში მონაწილეობას მიკ ფოლი იღებდა. Royal Rumbe მატჩში გამოვიდა 29 ნომრით, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მატჩში გამარჯვება. Elimination Chamber-ზე იგი ელიმინირებული იქნა სმ პანკის მიერ, მაგრამ შემდეგ დღეს მან მოიგო Battle Royal მატჩი 10 ელიმინირებულ ადამიანს შორის, სადაც კოდი როუდსის დახმარებით მან მოიპოვა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობან სატიტულო მატჩში. WrestleMania XXVIII-ზე მან ვერ დაამარცხა ჩემპიონი სმ პანკი, ისევე როგორც Extreme Rules-ზე. PPV Money In The Bank 2012-ზე მან მიიღო მატჩში მონაწიელობა, მაგრამ მანდაც დამარცხდა. მალევე მან დაიწყო დაპირისპირება დოლფ ზიგლერთან, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ერთმანეთს SummerSlam-ზე, სადაც ჯერიკომ გაიმარჯვა. 30 აგვისტოს, RAW-ზე გაიმართა მატჩი კრისსა და დოლფ ზიგლერს შორის იმ პირობით, რომ თუ ჯერიკო წააგებდა, იგი ტოვებდა კომპანიას. იმ მატჩში მოიგო ზიგლერმა.

PPV Royal Rumble 2013-ზე ჯერიკო დაბრუნდა ტრადიციულ მატჩში მეორე ნომრით, სადაც 45 წუთის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ ელიმინირებულ იქნა დოლფ ზიგლერის მიერ. მალევე მან დაიწყო დაპირისპირება ფანდანგოსთან, რომელმაც გამოიწვია მათ შორის მატჩი რესლმანიაზე, სადაც ჯერიკო დამარცხდა. მატჩ-რევანშში Extreme Rules-ზე მან დაამარცხა ფანდანგო.

27 მაისს, RAW-ზე მან გამოიწვია სმ პანკი, და ეს გამოწვევა მისი სახელით მიიღო პანკის მენეჯერმა - პოლ ჰეიმანმა. მატჩი გაიმართა PPV Payback-ზე, სადაც ჯერიკო ყველას გასაკვირვად, წააგო.

კრისი დაბრუნდა 2014 წლის 30 ივნისს, როდესაც მან მიზს ჩაუტარა მისი საფირმო ილეთი - CodeBreaker. ამის შემდეგ რინგზე გამოვიდა დაჯგუფება „უაიატების ოჯახი“ და თავს დაესხა ჯერიკოს, ხოლო დაჯგუფების ლიდერმა - ბრეი უაიატმა კრისს ილეთი Sister Abigail ჩაუტარა. 1 აგვისტოს Smackdown-ზე მან დაამარცხა ერიკ როუენი, რის გამოც უკანასკნელი ვერ შეძლებდა SummerSlam-ზე მატჩში მონაწილეობის მიღებას. როდესაც დადგა PPV SummerSlam, ბრეი უაიატმა დაამარცხა კრის ჯერიკო.

ჯერიკო ჯგუფის გასტროლების მერე დაბრუნდა 2015 წლის 25 სექტემბერს PPV Night OF Champions-ზე, როგორც დინ ემბროუზის და რომან რეინსის ჯგუფური პარტნიორი. იმ მატჩში კრის ჯერიკომ გონება დაკაგრა ბრაუნ სტროუმანის ილეთ BearHug-ის შემდეგ. ასევე მიიღო მონაწილეობა Royal Rumble მატჩში. 2016 წლის იანვარში იგი დაუპირისპირდა ეი ჯეი სტაილზს.

ამის შემდეგ, მან დაიწყო დაპირისპირება დინ ემბროუზთან, იმის გამო, რომ ჯერიკოს შოუ Highlight Reel-ის ნაცვლად დინ ემბროუზის შოუ Ambrose Asylum დაინიშნა. დაპირისპირება დასრულდა Extreme Rules-ზე ისტორიაში პირველ Asylum მატჩში, სადაც გაიმარჯვა დინ ემბროუზმა.

მეგობრობა და ალიანსი კევინ ოუენსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის დრაფტის შედეგად, კრის ჯერიკო მოხვდა ბრენდ Monday Night Raw-ზე.

გუნდ SAWFT-თან (ენცო ამორე და კოლინ კესედი) დაპირისპირების დროს იგი დამეგობრდა კევინ ოუენსთან და შეიქმნა გუნდი JeriKO. SummerSlam 2016-ზე მათ დაამარცხეს ენცო ამორე და კოლინ კესედი. 22 აგვსიტოს იგი დაეხმარა კევინ ოუენსს ნევილის დამარცხებაში, რის შედეგადაც კევინმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონობის მატჩში მიეღო მონაწილეობა.

PPV Clash Of The Champions-ზე კრისმა დაამარცხა სემი ზეინი და იმავე დღეს დაეხმარა კევინ ოუენსს სეტ როლინსის დამარცხებაში. ასევე მოიქცა იგი Hell In A Cell 2016-ზე და 21 ნოემბრის RAW-ზე.

Survivor Series 2016-ზე ის და კევინ ოუენსი იყვნენ RAW-ის გუნდის კაპიტნები, მაგრამ მათ მარცხი განიცადეს.

12 დეკემბრის RAW-ზე, ოუენსთან კამათის მიუხედავად, კრისმა მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა გუნდურ მატჩში იმჟამინდელი გუნდური ჩემპიონების - The New Day-ს წინააღმდეგ, სადაც დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს The New Day-მ დაყენა ახალი რეკორდი გუნდური ჩემპიონობის ტიტულის ტარების ხანგრძლივობაში.

ილეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დამასრულებელი ილეთები
    • Breakdown (Full Nelson Facebuster) — 2001—2002
    • Codebreaker (Facebraker With Knees) — 2007 —დღემდე.
    • Lionsault (Moonsault) — 1996 — დღემდე.
    • Liontamer 1996 — დღემდე.
    • Walls of Jericho — 1999 — დღემდე.

საფირმო ილეთები

    • ამჟამად
      • Avalanche Hurricanrana
      • Bridging Nothern Lights Suplex
      • Bulldog
      • Butterfly Backbreaker
      • Decapitator
      • Double Axe Handle
      • Diving Crossbody
      • Slingshot Body Splash
      • Slingshot Plancha
      • Step-Up Enzuiguri
      • Vertical Suplex
      • Dropkick-ის ვარიაციები :
        • Baseball Slide
        • Standing
        • Triangle
        • Missile
    • ადრინდელი კარიერა
      • ARMBAR
      • Baseball Slide Dropkick
      • Bulldog
      • Butterfly Backbreaker
      • Dropkick
      • DDT
      • Diving Back Elbow
      • Double Jum Plancha
      • Powerbomb
      • Electric Chair Drop
      • Flying Forearm Smash
      • Flapjack
      • Hurricanrana
      • Pendolum Backbreaker
      • Missile Dropkick
      • Leapfor Body Guillotine
      • Jumping Senton
      • Jumping Back Kick
      • Swinging Neckbreaker
      • Spinning Heel Kick
      • Slingshot Plancha
      • Slingshot Body Splash
      • Sleeper Slam
      • Step-Up Enzuiguri
      • Tiger Driver
      • Triangle Dropkick/Shoulder Block
      • Suplex-ის ვარიაციები :
        • Avalanche Butterfly
        • Belly To Back
        • Bridging Tiger
        • Bridging Nothern Lights
        • German
        • Vertical

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Canadian Rocky Mountain Wrestling
    • CRMW-ს ჩემპიონი (ერთხელ)[18]
    • CRMW-ს ჩრდილოეთამერიკული ჩემპიონი (ორჯერ) — ლენს შტორმთან[18]
  • Consejo Mundial de Lucha Libre
    • NWA-ს ჩემპიონი (ერთხელ)1[19]
  • Wrestle Association «R» (WAR)
    • WAR/Dragon Gate ახალგაზრდული ჩემპიონი საშუალო წონაში (ერთხელ)[20]
    • WAR/Dragon Gate ახალგაზრდული გუნდური ჩემპიონი (ერთხელ)[21] — გედოსთან[18]
  • World Wrestling Association
    • WWA-ს გუნდური ჩემპიონი (ერთხელ) — ელ დენდისთან[18]
  • Pro Wrestling Illustrated
    • PWI წლის დაბრუნება (2008)[23]
    • PWI წლის დაპირისპირება (2008) против Шона Майклза[23]
    • PWI წლის საუკეთესო ბოროტი პერსონაჟი (2002, 2008)[24]
    • 2 2009 წლის საუკეთესო 500 რესლერს შორის
    • 5 2010 წლის საუკეთესო 500 რესლერს შორის
  • World Championship Wrestling
    • WCW-ს ჩემპიონი საშუალო წონაში (ოთხჯერ)[25]
    • WCW-ს სატელევიზიო ცემპიონი (1 раз)[26]
  • World Wrestling Federation / World Wrestling Entertainment
    • WWE-ს უდავო ჩემპიონი (ერთხელ)5[27]
    • WWE-ს ჩემპიონი (ერთხელ)
    • WWE-ს ჩემპიონი მძიმე წონაში (სამჯერ)[28][29]
    • WCW-ს ჩემპიონი (ორჯერ)2[30]
    • ინტერკონტინენტალური ჩემპიონი (ცხრაჯერ)3[31]
    • ევროპული ჩემპიონი (ერთხელ)[32]
    • ჰარდკორული ჩემპიონი (ერთხელ)[33]
    • გუნდური ჩემპიონი (ხუთჯერ) — კრის ბენუასთან (1), დუეინ ჯონსონთან (1), კრისტიანთან (1) и ეჯთან(1)/ბიგ შოუსთან(1)4[34]
    • Bragging Right-ის თასი 2009 (როგორც კაპიტანს)
  • Wrestling Observer Newsletter
    • საუკეთესო ინტერვიუ (2003, 2008, 2009)
    • ათწლეულის საუკეთესო ინტერვიუ (2000—2009)[35]
    • წლის დაპირისპირება (2008) შონ მაიკლზთან
    • წლის მატჩი (2008) შონ მაიკლზთან
    • წლის რესლერი (2008, 2009)
    • საუკეთესო რესლინგ-წიგნი (2011) for Undisputed: How to Become the World Champion in 1,372 Easy Steps
    • საუკეთესო რესლინგ-DVD (2010) за Breaking the Code: Behind the Walls of Chris Jericho
    • WON-ის დიდების დარბაზი (2010)

1 ^  მიუხედავად იმსია, რომ გამოიყენებოდა NWA-ს ინიციალები, Consejo Mundial de Lucha Libre არ შედიოდა NWA-ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.wwe.com/superstars/chris-jericho
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 http://www.angelfire.com/rock3/wrestlerselite/chrisjerichotitlehistory.html
  4. http://www.wrestleview.com/news2004/1079325525.shtml
  5. http://www.cagematch.net/?id=1&nr=2551
  6. http://www.wrestleview.com/news2005/1112583710.html[მკვდარი ბმული]
  7. http://nightly.net/topic/36279-chris-jericho-leaves-wwe/[მკვდარი ბმული]
  8. http://www.wwe.com/videos/chris-jericho-s-coded-2007-return-to-wwe
  9. http://www.cagematch.net/?id=1&nr=23016
  10. http://www.profightdb.com/cards/wwe/unforgiven-3908-1090.html
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-25. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  12. http://www.wrestlezone.com/news/195831-wrestlemania-25-results-april-5-2009
  13. http://www.wrestlezone.com/news/193543-wwe-extreme-rules-results-june-7-2009
  14. http://www.wrestlezone.com/news/192693-wwe-the-bash-ppv-results-june-28-2009
  15. http://www.cagematch.net/?id=1&nr=44790
  16. http://www.wrestlezone.com/news/181247-wrestlemania-26-results-march-28-2010
  17. http://www.wwe.com/shows/smackdown/archive/04022010/photos/swaggercashesin
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 WRESTLER PROFILES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2011-03-24.
  19. NWA World Middleweight Championship history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  20. WAR International Junior Heavyweight Championship history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  21. WAR International Junior Heavyweight Tag Team Title history. Wrestling-titles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2009-03-04.
  22. ECW World Television Championship history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  23. 23.0 23.1 Pro Wrestling Illustrated. 30 (3): 76–77. 2009. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  24. Pro Wrestling Illustrated Award Winners -. Wrestling Information Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-16. ციტირების თარიღი: 2008-05-05.
  25. WWE Cruiserweight Championship history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  26. WCW история Мирового Телевизионного Чемпионства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  27. WWE Championship history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  28. Jericho's first World Heavyweight Championship reign. World Wrestling Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2008-09-08.
  29. Jericho's second World Heavyweight Championship reign. World Wrestling Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2009-03-23.
  30. WCW история Мирового Чемпионства в тяжёлом весе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  31. WWE история Интерконтинентального Чемпионства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  32. история Чемпионства Европы WWE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  33. история Хардкорного Чемпионства WWE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  34. история Командного Чемпионства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  35. Beltrán, William. (2010-08-03) Según el Wrestling Observer… ¿Quiénes son los mejores los mejores de la década? Spanish. SuperLuchas Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2010-08-05.