კრისტალინა გეორგიევა
კრისტალინა გეორგიევა Кристалина Георгиева | |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-12 დირექტორ-განმკარგულებელი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 ოქტომბერი, 2019 |
წინამორბედი | კრისტინ ლაგარდი |
ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ნოემბერი, 2014 – 31 დეკემბერი, 2016 | |
წინამორბედი | იაცეკ დომინიკი, მაროშ შეფჩოვიჩი |
მემკვიდრე | გიუნტერ ეტინგერი |
ევროკომისარი საერთაშორისო კოოპერაციისა და განვითარების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 თებერვალი, 2010 – 30 ივნისი, 2014 | |
წინამორბედი | კარელ დე გიუხტი |
მემკვიდრე | ნევენ მიმიცა, ხრისტოს სტილიანიდისი |
დაბადებული | 13 აგვისტო, 1953 სოფია, ბულგარეთი |
პოლიტიკური პარტია | მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის |
მეუღლე | კინო კინოვი |
შვილები | 1 |
კრისტალინა გეორგიევა (ბულგ. Кристалина Георгиеваდ. 13 აგვისტო, 1953, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი ეკონომისტი, მსოფლიო ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ევროკომისარი ბულგარეთიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-12 დირექტორ-განმკარგულებელი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან[1]. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი 2008 წლიდან 2010 წლამდე. სოფიის ეროვნული და მსოფლიო მეურნეობის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი[2] და სამეურვეო საბჭოს წევრი[3].
ევროკომისრის თანამდებობაზე მუშაობს 2010 წლის თებერვლიდან, მისი ნომინირება მოახდინა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა. ამავე წლის 30 ნოემბერს იგი „წლის კომისრად“ და „წლის ევროპელად“ აღიარეს და მიიღო ელექტორნული ჟურნალის „European Voice“-ის ყოველწლიური პრემია[4]. მას აღნიშნული პრემია მიენიჭა ჰაიტიში და პაკისტანში ჰუმანიტარული კატასტროფების დროს მოღვაწეობისათვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტალინა გეორგიევა დაიბადა 1953 წლის 13 აგვისტოს სოფიაში[5][6]. დედამისი იყო ქალაქ ლიუბიმეცის მკვიდრი, ხოლო მამამისი ქალაქ ელენას მცხოვრები რევოლუციონერის ივან კირშოვსკის შვილიშვილი. უმაღლესი განათლება მიიღო კარლ მარქსის ინსტიტუტში (ამჟამად სოფიის ეროვნული და მსოფლიო მეურნეობის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა პოლიტეკონომიასა და სოციოლოგიას. ინსტიტუტი დაამთავრა 1976 წელს. სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო 1977 წელს უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით გახდა დოცენტი. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეკოლოგიური პოლიტიკა და ეკნომიკური ზრდა აშშ-ში“[7]. სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (1987-1988 წწ.), ფიჯიში მდებარე სამხრეთ წყნაროკენურ უნივერსიტეტში და ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც მოისმინა ლექციები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე[7]. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო დამატებითი სპეციალობა კორპორატიულ ფინანსებში და გაიარა სასწავლო პროგრამა ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში ადამიანური რესურსების საკითხებში[7].
1993 წელს მუშაობა დაიწყო მსოფლიო ბანკში. 2000 წლიდან 2004 წლამდე იყო მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. 2004-2007 წლებში ხელმძრვანელობდა განყოფილებას რუსეთის საკითხებზე, ხოლო 2008 წელს გახდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მდგრადი განვითარების საკითხებზე.
2010 წლის 19 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს ოფისმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მთავრობამ ევროკომისრის კანდიდატურაზე წარადგინა კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა.
2010 წლის 3 თებერვალს ევროპის პარლამენტის განვითარების კომიტეტმა განიხილა კრისტალინას კანდიდატურა. კომიტეტის დასკვნით კრისტალინა გეორგიევამ გამოავლინა ღრმა ცოდნა მისთვის განკუთვნილი პორტფელის პასუხისმგებლობის შესახებ.
2010 წლის 9 თებერვალს გეორგიევა დაინიშნა ევროკომისრად საერთაშორისო კოოპერაციისა და განვითარების საკითხებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებებს. მისი აქტიური მოღვაწეობის შედეგად ევროკავშირი გახდა ჰაიტის ჰუმანიტარული დახმარების ძირითდი მიმწოდებელი.
გეორგიევამ კოორდინაცია გაუწია ევროპის მხრიდან დახმარებას ჩილეში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. იგი საჰელში გაემგზავრა, რათა გაცნობოდა მოსახლეობაში საკვების უკმარისობის ხანგრძლივი პრობლემებით გამოწვეული შიმშილის მდგომარეობას; ჩავიდა დარფურში, რათა ყურადღება მიექცია ამ რეგიონში „მივიწყებული“ კონფლიქტისათვის; გაემგზავრა ყირგიზეთში აქ მოულოდნელად წარმოქმნილი კრიზისის გამო.
გეორგიევამ თავისი მანდატი შეინარჩუნა იუნკერის კომისიაშიც[8]. 2014 წელს გადადგა თანამდებობიდან რათა დაეკავებინა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა[9]..
2016 წლის 28 სექტემბერს ბულგარეთის მთავრობამ კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა წარადგინა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე[10]. 5 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე, რომელშიც პორტუგალიელმა ანტონიუ გუტერეშმა გაიმარჯვა გეორგიევამ დაიკავა მერვე ადგილი[11].
2019 წლის 25 სექტემბერს კრისტალინა გეორგიევა აირჩიეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორად[12] და ამ თანამდებობაზე შეცვალა კრისტინ ლაგარდი[13]. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 ოქტომბერს[14].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Главой МВФ стала Кристалина Георгиева. www.mk.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-25.
- ↑ УНСС : Общоикономически факултет : Катедра Икономикс : Състав bg. УНСС. ციტირების თარიღი: 2012-12-28.
- ↑ УНСС : Структура : Съвет на настоятелите bg. УНСС. ციტირების თარიღი: 2012-12-28.
- ↑ Кристалина Георгиева стана «Комисар на годината» и «Европеец на годината», в. Дневник / dnevnik.bg, 1 декември 2010
- ↑ Who is Kristalina Georgieva? en. FOCUS News Agency (19.01.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.10.2013. ციტირების თარიღი: 19.01.2010.
- ↑ Кристалина Георгиева би могла да се пребори и за по-престижен ресор bg. Mediapool (2010-01-19). ციტირების თარიღი: 2010-01-19.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Kristalina Georgieva - CV en (pdf). European Commmission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-15. ციტირების თარიღი: 09.02.2010.
- ↑ The new structure of the Juncker Commission en. ec.europa.eu. ციტირების თარიღი: 2014-10-22.
- ↑ „Зампред Еврокомиссии Кристалина Георгиева станет исполнительным директором Всемирного банка“. Rambler News Service. Rambler&Co. 2016-10-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
- ↑ Кабинетът издигна Кристалина Георгиева за шеф на ООН (ბულგარული)
- ↑ Георгиева остана осма (ბულგარული)
- ↑ Исполнительный совет МВФ выбирает Кристалину Георгиеву директором-распорядителем. IMF. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
- ↑ Кристалину Георгиеву официально избрали главой МВФ. РИА Новости (20190925T2024+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-09-25.
- ↑ IMF Executive Board Selects Kristalina Georgieva as Managing Director. IMF. ციტირების თარიღი: 2019-12-08.