კრიმსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრიმსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
კრიმსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
კრიმსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრიმსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი od-krim.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1854

კრიმსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Одигитрия») — მართლმადიდებლური ეკლესია უსტ-დონეცკის რაიონის სოფელ კრმსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. აშენებულია რეტროსპექტივიზმის სტილში. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1854 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, სოფელი კრიმსკი, შობის ქუჩა № 14[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ოდიგიტრიის ეკლესია სოფელ კრიმსკში ააგეს 1854 წელს და აკურთხეს ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე (რომელიც გადმოცემის თანახმად თავად ლუკა მახარებელმა დაწერა). ძირითადი ნაგებობა და სამრეკლო აგებული იყო ქვისგან, ხოლო მინაშენები იყო ხის. 1865 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა[2].

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ისევე როგორც სხვა ეკლესიები ანტირელიგიური დევნის პერიოდში, დაიხურა. ეკლესიის შენობა მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საწყობი და XX საუკუნის ბოლოს მიატოვეს[2].

1990 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აღსადგენად და მომავალში ღვთისმსახურების აღსადგენად. ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში ღვთისმსახურება ამავე წელს აღსდგა. ამის შემდეგ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები: აღდგა საკურთხეველი, დააყენეს კანკელი, გააკეთეს ამბიონი, ეკლესიას შემოარტყეს ღობე. 2004 წელს დაადგეს ახალი გუმბათი, ეკლესიის სამრეკლოსთვის შეიძინეს ზარი და დაიწყო მოხატვითი სამუშაოები[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Крымский|Церковь иконы Божией Матери "Одигитрия". sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  2. 2.0 2.1 2.2 Храм в честь иконы Божией Матери "ОДИГИТРИЯ" х. Крымский | наш приходской сайт. od-krim.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.