შინაარსზე გადასვლა

კრეიგ ჰორნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეიგ ჰორნერი

კრეიგ ჰორნერი რიჩარდ რალის როლში სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1983 (1983-01-24) (43 წლის) [1]
ბრისბენი, კვინსლენდი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა
აქტიური 2001 — დღემდე

კრეიგ ჰორნერი (ინგლ. Craig Horner, დ. 24 იანვარი 1983) — ავსტრალიელი მსახიობი და მუსიკოსი. ცნობილია როლებით: რიჩარდ რალი ტელესერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ და ეში ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.

დაიბადა ბრისბენში, შტატ კვინსლენდში, ავსტრალია. დაამთავრა წმინდა პეტრეს სახელობის ლუთერანული კოლეჯი (St. Peters Lutheran College) ინდუროპილის გარეუბანში (Indooroopilly), ქალაქ ბრისბენში, ავსტრალია.

თეატრით გატაცებული იყო სკოლის წლებში, მისი მსახიობური ნიჭი გამოვლინდა სასკოლო სპექტაკლებში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ გადასახლდა სიდნეიში, სადაც სერიოზულად დაიწყო სამსახიობო კარიერა.

ჰორნერის კარიერა დაიწყო სერიალ „კიბერგოგონათი“, სადაც მან ითამაშა ჯექსონ კემპბელის როლი. შემდეგ მან ითამაშა ეშ დავის როლი ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.

პოპულარობა ახალგაზრდა მსახიობტან მოვიდა სერიალ „დიდ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან ითამაშა სერფერ ჰარი მილერის როლი. „დიდ ტალღაში“ წარმატების შემდეგ კრეიგი მიიწვიეს რიჩარდ საიფერის როლზე სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“.

ამჟამად დაქორწინებული არ არის. გატაცებული იყო გიტარაზე დაკვრითა და ლექსების წერით. დაკავებულია სპორტით, მათ შორის ფეხბურთით, ფრენბურთით, ჩოგბურთით, ცურვით, სნოუბორდინგით, თხილამურებით სრიალითა და კაიაკებზე ცურვით.

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებაროლი
2001„კიბერგოგონა“Cybergirlჯექსონი (2 ეპიზოდი)
2002„ბუნდოვანი“Blurredპიტი
2003The Moment After
2003„დინების საწინააღდეგოდ“Swimming Upstreamრონალდ ფინგლტონი
2005„კონცხი“headLandნილ სლატერი (2 ეპიზოდი)
2006„სამეფო ყურე“Monarch Coveკალები
2006„ბოროტებას ვერ ვხედავ“See No Evilრიჩი
2006Two Twisted
2007-2008„H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“H2O: Just Add Waterეში
2008„დიდი ტალღა“Blue Water Highჰარი მილერი (3 სეზონი)
2008-2010„ლეგენდა მაძიებელზე“Legend of the Seekerრიჩარდ საიფერი
2012„ჯოუი დაკოტა“Joey Dakotaჯოუი დაკოტა
2015„მზერა წარსულში“Hindsightშონი
2015„ერთხელ ზღაპარში“Once Upon a Timeგრაფი მონტე-კრისტო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Seeker Speaks - TV Feature at IGN. Tv.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2011-02-28.