ჯადოქრის პირველი წესი
„ჯადოქრის პირველი წესი“ | |
---|---|
Wizard's First Rule | |
წიგნის გარეკანი | |
ავტორი | ტერი გუდკაინდი |
ილუსტრატორი | დუგ ბიკმანი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ჭეშმარიტების მახვილი |
ჟანრი | ფანტასტიკა |
გამომცემელი | Tor Books |
გამოცემის თარიღი | 1996 |
გვერდი | 536 გვ. |
oclc | 30547887 |
წინამორბედი | წინაპართა ვალი |
მომდევნო | ცრემლთა ქვა |
ISBN | 0-312-85705-5 |
„ჯადოქრის პირველი წესი“ (ინგლ. Wizard's First Rule) — ტერი გუდკაინდის რომანი ეპიკური ფენტეზის ჟანრში. ციკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ პირველი წიგნი.
ჯადოქრის პირველი წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯადოქრის პირველი წესი მდგომარეობს შემდეგში:
ადამიანები სულელები არიან და მათ შეუძლიათ ტყუილის დაჯერება, რადგან სურთ, რომ იგი სიმართლე იყოს, ან იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის ცოდნის.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიჩარდ საიფერი, ტყის გზამკვლევი ვესტლანდიიდან, ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია მამამისის სასტიკი მკვლელობის შესახებ. იგი ტყეში ხვდება გოგონას, რომელსაც კვოდი მისდევს. ის მას მათ ჩამოშორებაში ეხმარება. რიჩარდი გაეცნობა გოგონას, რომელსაც კალან ამნელი ჰქვია. კალანი მას უყვება, რომ საზღვრის გავლით შუამიწეთიდან მოვიდა, კვოდი კი მის დასაჭერად დარკენ რალმა გამოგზავნა. კალანთან ერთად რიჩარდი შინ მიდის და აღმოაჩენს, რომ იქ ვიღაც არის ჩასაფრებული, მას კალანი თავის საუკეთესო მეგობართან, ზედთან მიჰყავს.
გზაში კალანი მას უყვება, თუ რატომ და როგორ წარმოიქმნა საზღვრები. დიდი ხნის წინათ, არსებობდა თავისუფალი დამოუკიდებელი სამეფოების ორი კავშირი — შუამიწეთი და დაჰარა. დაჰარას მართავდა ხარბი და სასტიკი პანიზ რალი, რომელსაც მთელი დაჰარის შუამიწეთთან გაერთიანება და ერთპიროვნული მართვა სურდა. გაჩაღდა ომი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ათასობით ადამიანი დაეცა ბრძოლებში, მაგრამ კიდევ უფრო მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა მაგიამ. მაგრამ დიდმა ჯადოქარმა შეძლო რალის შეჩერება. მან შექმნა საზღვრები, რომლებიც მიწისქვეშეთის ნაწილია. საზღვრებმა ერთმანეთისგან გამოჰყო დაჰარა, შუამიწეთი და ვესტლანდია (ქვეყანა მაგიის გარეშე). ამის შემდეგ დიდ ჯადოქარს უთანხმოება მოუვიდა შუამიწეთის საბჭოსთან და გაქრა, ამჟამად არავინ იცის რა ჰქვია მას ან როგორ გამოიყურება. კალანმა ასევე უამბო, რომ ახლა ომი კვლავ დაიწყო, რადგან საზღვარი დაჰარასა და შუამიწეთს შორის გაქრა, თვითონ კალანი კი დიდი ჯადოქრის მოსაძებნად გამოგზავნეს.
ჯერ კიდევ დილით, რიჩარდს მისთვის უცნობმა მცენარემ უკბინა ხელზე და იმ დროისთვის, როდესაც იგი ზედთან მივიდა, მას სიცხე ჰქონდა, მაგრამ ზედმა იგი განკურნა. ზედთან გაცნობისას, კალანმა მას უთხრა, რომ დარკენ რალმა თამაშში ორდენის ზარდახშები შეიყვანა. რიჩარდმა ყველაფერი იცოდა ზარდახშების შესახებ, რადგან პატარაობაში მამამისმა მას მისთვის უცნობი საიდუმლო წიგნის — „დათვლილი ჩრდილების წიგნის“ (რომელიც ორდენის ზარდახშების მოხმარების ინსტრუქციას წარმოადგენდა) სწავლა აიძულა, რის შემდეგაც მათ წიგნი დაწვეს. რიჩარდი სთხოვს ზედს, რომ დაეხმაროს კალანს დიდი ჯადოქრის მოძებნაში და ზედი აღიარებს, რომ სწორედ თვითონაა დიდი ჯადოქარი. ზედს ესმის, რომ კალანი დედა-აღმსარებელია, მაგრამ კალანი თხოვს მას, რომ არაფერი უთხრას რიჩარდს, რადგან ეშინია, რომ ამით მის მეგობრობას დაკარგავს.
კალანი თხოვს ზედს, დაასახელოს ჭეშმარიტების მაძიებელი, რომელმაც უნდა დაამარცხოს დარკენ რალი. ზედი მაძიებლად რიჩარდს ასახელებს და მას ჭეშმარიტების მახვილს გადასცემს. რიჩარდი პირველად ეხება მახვილის მაგიას და სწავლობს თავისი მრისხანების დამორჩილებას. რიჩარდი ხვდება, რომ დარკენ რალი მასზე ნადირობს იმიტომ, რომ მან როგორღაც გაიგო, რომ დათვლილი ჩრდილების წიგნი რიჩარდს აქვს, ეს წიგნი კი რალს სჭირდება, რათა მისთვის სასურველი ზარდახშა გახსნას. რალმა რიჩარდს სათვალთვალო ღრუბელი მიაბა, რათა ყოველთვის სცოდნოდა მისი ადგილმდებარეობა.
თავიდან რიჩარდი დაბნეული იყო უეცრად თავდატეხილი პასუხისმგებლობის გამო, მაგრამ მოგვიანებით იგი წყვეტს, დაეხმაროს შუამიწეთს. მათ ესმით, რომ რალს მხოლოდ ორი ზარდახშა აქვს, ამიტომ გადაწყვეტენ, მესამეს პირველებმა დაეპატრონონ, რადგან ამ შემთხვევაში არ მოუწევთ დარკენ რალთან შებრძოლება. საზღვრის გადასალახად ისინი მიდიან გრძნეულ ედისთან, რომელმაც იცის, ეს როგორც უნდა გაკეთდეს. გზაში მათ ეხმარება მეგობარი და საზღვრის მთავარი მცველი ჩეიზი. მოგვიანებით მათ თავს ესხმიან გულის მწევრები, რის შედეგადაც ჩეიზი და ზედი ძლიერ ზარალდებიან. ამიტომ რიჩარდი და კალანი საზღვრის გადასალახად მარტონი მიდიან, ჩეიზს და ზედს კი ედის უტოვებენ გამოსაჯანმრთელებლად. ედი რიჩარდს ღამის ქვას აძლევს, რომელიც მათ საზღვრის გადალახვაში უნდა დაეხმაროს. როგორც აღმოჩნდება, ღამის ქვა იხმობს ადამიან-ჩრდილებს. მათგან თავის დაღწევისას რიჩარდი და კალანი ერთმანეთს კარგავენ. მაგრამ რიჩარდი კალანს პოულობს სწორედ იმ მომენტში, როდესაც მას თავს ესხმის კვოდის უკანასკნელი წევრი. რიჩარდი მას ჭეშმარიტების მახვილის მეშვეობით კლავს, რის გამოც აუტანელ ტკივილს გრძნობს — ასეთია მახვილის მოქმედება მკვლელობის შემდეგ. ამის შემდეგ ისინი მშვიდობიანად გადადიან საზღვარს.
წიგნის მნიშვნელოვანი პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიჩარდ რალი — ტყის გზამკვლევი, ჭეშმარიტების მაძიებელი, დაჰარის ახალი მმართველი
- კალან ამნელი — დედა-აღმსარებელი, რიჩარდის შეყვარებული
- დარკენ რალი — დაჰარის მაგისტრი, რიჩარდის მამა
- პანიზ რალი — დარკენ რალის მამა, დაჰარის ყოფილი მმართველი
- დემინ ნასი — დარკენ რალის დაცვის უფროსი
- ზედიკუს ზულ ზორანდერი — რიჩარდის ბაბუა, პირველი რანგის ჯადოქარი
- მაიკლ საიფერი — რიჩარდის ნახევარძმა, ვესტლანდიის პირველი მრჩეველი
- ჯორჯ საიფერი — რიჩარდის მამინაცვალი
- დენა — მორდ-სითი, რიჩარდის „მასწავლებელი“
- ედი — გრძნეული, ვესტლანდიაში ცნობილია, როგორც „ძვლების ქალი“
- ჩეიზი — საზღვრის მცველი, რიჩარდის მეგობარი
- რეიჩელი — ჩეიზის აყვანილი ქალიშვილი, წარსულში პრინცესა ვიოლეტას მსახური
- ფრინველების ადამიანი — ტალახის ტომის წინამძღოლი
- სავიდლინი — ტალახის ტომის მცხოვრები, რიჩარდის მეგობარი, უხუცესი
- ვეზელენი — სავიდლინის ცოლი
- სიდინი — სავიდლინისა და ვეზელენის ვაჟი
- ნისელი — ტალახის ტომის მკურნალი
- ტოფალარი — ტალახის ტომის უხუცესი
- დედოფალი მილენა — ტამარანგის მმართველი
- პრინცესა ვიოლეტა — დედოფალ მილენას ქალიშვილი
- ჯილერი — ჯადოქარი დედოფალ მილენას სამეფო კარზე
- შოტა — კუდიანი
- კონსტანცია — მორდ-სითი, დენას დაქალი, ცოტა ხნით „ასწავლიდა“ რიჩარდს
- სამუელი — შოტას მსახური და თანამგზავრი
სერიალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის მაისში ტელეარხ ABC-ისა და კომპანია Disney-ის ძალისხმევით დაიწყო სერიალის გადაღებები წიგნის მიხედვით[2]. მთავარ როლებში: ბრიჯიტ რეგანი, კრეიგ ჰორნერი. იდეის ავტორი: სემ რეიმი. აღმასრულებელი პროდიუსერები: ჯოშუა დონენი, ნედ ნალი, სემ რეიმი, ჯონ შიბანი, რობერტ ტაპერტი, ბარი შკოლნიკი. სცენარისტები: ჯონ შიბანი, ტერი გუდკაინდი[3]. სერიალის პრემიერა გაიმართა 2008 წლის 1 ნეომბერს. სულ გადაიღეს 2 სეზონი (თითოეულში 22 სერია), რის შემდეგაც სერიალის წარმოება შეწყდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტერი გუდკაინდის ოფიციალური საიტიდაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- ჭეშმარიტების მახვილის ვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯადოქრის პირველი წესი ტერი გუდკაინდის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-15. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
- ↑ ბორის ნევსკი. „ფანტასტიკის მსოფლიოს“ სიახლეები: ძალიან მოთხოვნადი წესები. „ფანტასტიკის მსოფლიო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2008.
- ↑ არაფერი არასდროს არ არის მარტივი.... ინფორმაცია სერიალის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2008.
|