შინაარსზე გადასვლა

ბრიჯიტ რეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიჯიტ რეგანი

ბრიჯიტ რეგანი კალან ამნელის როლში
დაბადების სახელი ბრიჯიტ კეტრინ რეგანი
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1982
სან-დიეგო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე

ბრიჯიტ კეტრინ რეგანი (ინგლ. Bridget Catherine Regan, დაბ. 3 თებერვალი 1982, სან-დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. 2008 წელს ბრიჯიტმა სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ (ტერი გუდკაინდის ნაწარმოებების ციკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ მოტივებზე) შეასრულა კალან ამნელის როლი, რამაც მას სახელი გაუთქვა.

ბრიჯიტ კეტრინ რეგანი დაიბადა 1982 წლის 3 თებერვალს სან დიეგოს ოლქის ქალაქ კალსბადში (შტატი კალიფორნია). ჩრდილოეთ კაროლინის ხელოვნების სკოლის (ინგლ. University of North Carolina School of the Arts) დამთავრების შემდეგ ბრიჯიტმა გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის დაწყება და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. ფილმში ბრიჯიტი პირველად გამოჩნდა 2006 წელს.

2009 წელს ბრიჯიტმა პროდიუსირება გარისკა — „Camp Wanatachi“, მიუზიკლი, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკის თეატრ „La MaMa ETC“-ში (ინგლ. La MaMa Experimental Theatre Club) შესდგა 2011 წლის იანვარში.

2010 წლის 28 დეკემბერს ბრიჯიტს შეეძინა ქალიშვილი, ფრენკი ჯინი (ინგლ. Frankie Jean), რითიც აიხსნება მისი „შემოქმედებითი პაუზა“.

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება როლი პრემიერის ადგილი
12 ოქტომბერი — 14 ნოემბერი, 1999 წელი ახალგაზრდობის ნორჩი ჩიტი Sweet Bird of Youth La Jolla Playhouse
21 მარტი 2005 წელი ბავშვები და ხელოვნება Children and Art ბროდვეი
20 სექტემბერი — 23 ოქტომბერი 2005 წელი შოტლანდიური თამაში The Scottish Play Eden La Jolla Playhouse
9 დეკემბერი 2007 წელი — 9 მარტი 2008 წელი ის მკვდარია? Is He Dead? Cecile Leroux ბროდვეი
21 იანვარი 2008 წელი ჟენევა Geneva Begonia Brown The Players
წელიდასახელებაორიგინალური დასახელებაროლი
2006საქორწილო ალბომიThe Wedding Albumქეითი
2006Love MonkeyLove Monkeyქალი
2006დაბრმავებულებიBlindersვივიანი
2006-2007კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვაLaw & Order: Criminal Intentაგენტი კლაუდია შენკლი
2007უზენაესი არშიყობაSupreme Courtshipsჰოლი
2007ამერიკული გამოცდილებაAmerican Experienceანჯელიკა შიპენი
2007ექვსი საფეხურიSix Degreesდიანა ფოსი
2007ძიძებიThe Babysittersტინა თაჩმენი
2007The Black DonnellysThe Black Donnellysტრიშ ჰიუგოსი
2008სექსი დიდ ქალაქშიSex and the Cityოფიციანტი
2008ახალი ამსტერდამიNew Amsterdamდაფნა ტაკერი
2008-2010ლეგენდა მაძიებელზეLegend of the Seekerკალან ამნელი
2010საუკეთესო და ყველაზე ნათელიThe Best and the Brightestრობინი
2011NCIS: Los AngelesNCIS: Los Angelesელიზაბეტ სმიტი
2012დამალვაHideანაბელ გრეინჯერი

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი შედეგი ჯილდო კატეგორია ფილმი თუ სერიალი
2010 ნომინანტი Mashable Awards

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]