შინაარსზე გადასვლა

კრასნოე-სელოს ალექსანდრე ნეველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნოე-სელოს ალექსანდრე ნეველის ეკლესია
კრასნოე-სელოს ალექსანდრე ნეველის ეკლესია — რუსეთი
კრასნოე-სელოს ალექსანდრე ნეველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°43′36″ ჩ. გ. 30°05′08″ ა. გ. / 59.72667° ჩ. გ. 30.08556° ა. გ. / 59.72667; 30.08556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრასნოე-სელო, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810253000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვლადიმირ კოლიანკოვსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული
თარიღდება XIX საუკუნე

კრასნოე-სელოს ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Церковь Александра Невского) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, კრასნოე-სელოში. ეკლესია აგებულია 1890 წელს, ფსევდორუსულ სტილში.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. 2016 წლის 30 ოქტომბრიდან ეკლესიის წინამაძღვარია იგორ ანტონეცი.

1865 წელს კრასნოე-სელოში ააგეს კრასნოსელსკის სამხედრო ჰოსპიტალის შენობების კორპუსი, რომელთანაც 1885 წელს გვარდიის ძალებისა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო მეთაურის, დიდი თავადის, ვლადიმირ ალექსანდრეს ძის ინიციატივითა და სამხედრო ინჟინრის ვლადიმირ კოლიანკოვსკის პროექტის მიხედვით ააგეს მცირე ხის ეკლესია ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ტაძარი 1885 წლის 14 ოქტომბერს აკურთხა დიაკვანმა ალექსანდრე ჟელობოვსკიმ.

ხუთი წლის შემდეგ ეკლესიის შენობა მოძველდა და მისი კაპიტალური რემონტის საკითხი დადგა. ამისათვის ხაზინიდან გამოიყო თანხის გარკვეული ნაწილი.

თანამედროვე ტაძარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის რემონტისათვის თანხა გამოიყო ხაზინიდან, გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ტაძარი. ძირითადი შემომწირველი იყო ვაჭარი ა. ფ. ჩერეპენიკოვი , საპატიო მოქალაქე პ. დავიდოვი, ვაჭარი ვ. ა. იუდაკოვი და სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ვ. ნ. სმელსკი.

ახალი ხის ეკლესიის პროექტი ასევე შეიმუშავა ვ. ა. კოლიანკოვსკიმ. მშენებლობა დაიწყო 1890 წლის აპრილში.

ახლადაშენებული ტაძარი 1890 წლის 28 ივლისს საზეიმოდ აკურთხა ალექსანვრე ჟელობოვსკიმ დიაკვან ალექსი სტავროვსკის მონაწილეობით. კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობდა ვლადიმირ ალექსანდრეს ძე და მისი მეუღლე მარია პავლეს ასული.

ჰოსპიტლის ტაძარი ეკუთვნოდა სამხედრო უწყებას 1917 წლამდე. ტაძრის მრევლი იყო კრასნოსელკსის ჰოსპიტლისა და კრასნოსელკსის გარნიზონის მაღალჩინოსნები, ასევე ახლოს მდებარე კოლომენსკისა და ფაბრიჩნოის სლობოდის მაცხოვრებლები.

1906 წელს ტაძარს მიაწერეს ავანგარდის ბანაკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია. 1927 წელს ეკლესიის მრევლმა მხარი დაუჭირა იოსებიანელობას.

ეკლესია დახურეს 1932 წლის 21 ნოემბერს, ერთ წლის შემდეგ ტაძარი გადაეცა სამხედრო ნაწილს დიდი სამამულო ომის პერიოდში კრასნოე-სელო იმყოფებოდა გერმანული ოკუპაციის ზონაში. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გერმანელთა ხელმძღვანელობამ 1942 წელს ტაძარი აღადგინა. იგი ერთი წელი მოქმედებდა.

ომის შემდეგ ალექსანდრე ნეველის ტაძარი ერთადერთი ტაძარი იყო კრასნოე-სელოში, რომელიც გადაურჩა დანგრევას. 1946 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ითხოვა ტაძრის ამოქმედება, რაზეც თანხმობა მიიღეს. 1947 წელს დაიწყო ტაძრის რემონტი და აკურთხეს ამავე წლის 2 ივლისს.

  • Мещанинов М. Ю. Храмы Красного Села и его окрестностей // Санкт-Петербургские епархиальные ведомости. — СПб., 2002. — № 26—27.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]