შინაარსზე გადასვლა

კრაიოვა რადა ნაროდოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრაიოვა რადა ნაროდოვაპოლონეთის დროებითი წარმომადგენლობითი ორგანო მეორე მსოფლიო ომის დროს. მესამე რაიხის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ ასრულებდა დროებითი პარლამენტის ფუნქციას. შეიქმნა პოლონეთის მუშათა პარტიის ინიციატივით 1943 წლის 31 დეკემბერს. რადა იბრძოდა გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩამოყალიბა არმია ლუდოვა. 1944 წლის ივლისში რადამ შექმნა ეროვნული გათავისუფლების პოლონეთის კომიტეტი, რომელიც განთავსდა ლუბლინში. რადამ საქმიანობა შეწყვიტა 1947 წელს საკანონმდებლო სეიმის არჩევნების შემდეგ.