კოხოძის სათიბის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოხოძის სათიბის ნამოსახლარი –– არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში. ნასაბაჯვარის ბინებიდან ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილი სადაც ფიქსირდება ნასახლარის კედლის წყობები „კოხოძის სათიბის“ სახელითაა ცნობილი. ნამოსახლარის ტერიტორია მცირედით დამრეც ფერდზე არსებულ მოვაკებაზეა წარმოდგენილი. შემორჩენილია სწორკუთხა ფორმის სათავსი თუ საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები. ისინი ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებითა და მოზრდილი ზომის დაუმუშავებელი ლოდებისაგან მშრალი წყობით. ნამოსახლარის ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდება ქვევრების ნაშთები, ასევე ხაროს მსგავსი ჩაღრმავება. ტერიტორიაზე მრავლად ფიქსირდება კერამიკული ფრაგმენტები. აღნიშნული ტერიტორიიდან ტყის ბილიკი ჩადის კურცხანის ხეობაში არსებულ ნამოსახლარამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29850