კურცხანა
იერსახე
| კურცხანა | |
|---|---|
|
კურცხანა შესართავთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ადიგენის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
| სათავე |
მესხეთის ქედი 41°48′42″ ჩ. გ. 42°42′20″ ა. გ. / 41.811722° ჩ. გ. 42.705639° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2175 მ |
| შესართავი |
ოცხე 41°43′40″ ჩ. გ. 42°50′21″ ა. გ. / 41.728028° ჩ. გ. 42.839306° ა. გ. |
| შესართავის სიმაღლე | 1196,8[1] მ |
| სიგრძე | 16 კმ |
| აუზის ფართობი | 72,3 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 0,88 მ³/წმ |
|
| |
კურცხანა — მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 72,3 კმ². ერთვის მდინარე ოცხეს მარჯვნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,88 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 87.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა