კოწახურისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოწახურისებრნი

ჩვეულებრივი კოწახური
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Berberidaceae Juss. (1789)

კოწახურისებრნი (ლათ. Berberidaceae) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი. ოჯახი თავის მხრივ მიეკუთვნება ბაიასებრთა რიგს და ორლებნიანთა კლასს. ბალახოვანი ან მერქნიანი მცენარეებია, ყვავილები ორსქესიანია. ყვავილსაფარში ჯამი და გვირგვინი ყოველთვის არ არის გამოყოფილი. მტვრიანები თავისუფალია, ნასკვი ზედაა. ფოთლები მთლიანია ან ფრთისებრრთული. ნაყოფი მშრალია ან კენკრა.

სულ ცნობილია ამ ოჯახის 15 გვარის 570 სახეობა. საქართველოში გავრცელებულია გვარები Berberis — 2-3 სახეობით, Gymnospermium — 1 სახეობით, Epimedium — 3 სახეობით და Bongardia — 1 სახეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ფლორა, ტ. II, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 164.