ჩიტიწვივა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Epimedium)
| ჩიტიწვივა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Epimedium | ||||||||||
| ||||||||||
ჩიტიწვივა (ლათ. Epimedium) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მხოხავფესურიანი ბალახებია. მათი ღეროს სიმაღლე 20 — 30 სანტიმეტრს აღწევს.
20-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ხმელთა შუაზღვისპირეთში, დასავლეთ ჰიმალაიზე და აღმოსავლეთ აზიაში. მათგან 4 გვხვდება კავკასიაში.
საქართველოში კოლხეთის მთის ქვედა და შუა სარტყელში, მეტწილად დაჩრდილულ ფოთლოვან ტყეებში იზრდება 2 სახეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 140.