კოტიას წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოტიას წმინდა გიორგის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიკვლიანთკარის ჩრდილოეთით. აგებულია XIX საუკუნეში, ნაელესიარზე შემორჩენილია კვალი. გეგმის კოშკურა 2,8 მეტრი სიმაღლის ნაგებობაა, ნაგებია ნატეხი ქვით, აქა-იქ გამოყენებულია კვადრატული აგურიც, მთლიანად შელესილია. ხატის ქვედა ნახევარი მასიურია, ზედა კი ოთხივე მხარეს კვადრატული ღიობებით გახსნილი ფანჩატურია. ქვედა ნაწილის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ წახნაგებში, მიწის დონეზე თითო სწორკუთხა ნიშია. ფანჩატურით ოთხივე კუთხეში კვადრატული ბუჯებია, რომლებსაც პირამიდული ფორმის გადახურვა ეყრდნობა. სახურავს წვერზე ლითონის ჯვარი ადგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]