კოსტა მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კოსტა მაისურაძე
Kosta Maisuradze.jpg
კოსტა მაისურაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი კოსტა მაისურაძე
ეროვნება ქართველები
დაბ. თარიღი 1881
დაბ. ადგილი ცხმორი, საქართველო
გარდ. თარიღი 1918
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
სპორტი ქართული ჭიდაობა

კოსტა მაისურაძე (დ. 1881, სოფელი ცხმორი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1918, თბილისი) — ქართველი ფალავანი. საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902 წელს. თბილისის ცირკის პატრონმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში მაისურაძე დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი დაამარცხა, მათ შორის: კლემენტი ბული, „კაზბეკ-გორა“, პაველ ზაგორუიკო, ივანე ზაიკინი, ნიკოლოზ ვახტუროვი, ალიოშა გრამილოვი, გრიგორი კაშჩეევი და სხვა. ბევრჯერ მოიპოვა გამარჯვება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: ირანში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში და სხვა. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. მაისურაძე ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. კოსტა მაისურაძე იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ. მისი დასაფლავების ადგილი დღემდე დაუდგენელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 368.
  • ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]