კოსტა-რიკის დროშა
| კოსტა-რიკის დროშა | |
|---|---|
| კოსტა-რიკა | |
|
სახელმწიფო და საზღვაო დროშა | |
| მიღებულია | 27 ნოემბერი, 1906 |
| პროპორცია | 3:5 |
| დროშის ავტორი | პასიფიკა ფერნანდესი |
| კომპიუტერული დიზაინი |
ხუთი ჰორიზონტალური ზოლი: ლურჯი, თეთრი, წითელი (ორმაგი სიგანის), თეთრი და ლურჯი. წითელ ზოლზე გამოსახულია კოსტა-რიკის გერბი. |
| წინა დროშები | |
|
სამოქალაქო და საზღვაო დროშა | |
| პროპორცია | 3:5 |
| დროშის ავტორი | პასიფიკა ფერნანდესი |
კოსტა-რიკის დროშა — კოსტა-რიკის ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1906 წლის 27 ნოემბერს.
კოსტა-რიკის დროშა წარმოადგენს ხუთ ორიზონტალურ ზოლს შემდეგი თანმიმდევრობით:ლურჯი, თეთრი, წითელი, თეთრი, ლურჯი. შუა წითელი ზოლი სიგანით ორჯერ დიდია, ვიდრე დანარჩენი ზოლები. თეთრი და ლურჯი ზოლები კოსტა-რიკის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ხოლო წითელი – ცივილიზაციის. წითელ ზოლზე განთავსებულია კოსტა-რიკის გერბი, რომელიც ასახავს სამ ვულკანს ორ ოკეანეს შორის.
ლურჯი, თეთრი და წითელი ზოლების დიზაინი 1848 წელს, კოსტა-რიკის მაშინდელი პრეზიდენტის ხოსე მარია კასტრო მადრისის მეუღლემ – პასიფიკა ფერნანდესმა შექმნა. იგი შთაგონებული იყო 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციით და საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის შექმნით, ამიტომაც, მან კოსტა-რიკის დროშის ახალი დიზანი საფრანგეთის სამფერა დროშას (ლურჯი, თეთრი, წითელი) შეუსაბამა.
ლურჯი ფერი ასახავს ცას, შესაძლებლობებს და იდეალიზმს; თეთრი — მშვიდობას, სიბრძნეს და ბედნიერებას, ხოლო წითელი — ქვეყნის დაცვისთვის მოწამეთა დაღვრილ სისხლს. ზოლების თანაფარდობაა — 1: 1: 2: 1: 1.
კოსტა-რიკის დროშა ტაილანდის დროშის მსგავსია, რომელიც 11 წლის შემდეგ მიიღეს.[1] იგი ასევე ჰგავს ჩრდილოეთ კორეის დროშას.
ისტორიული დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thaitrip.com - THAILAND's National Flag Carrier. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2016-02-06