კოსტას მენდილორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოსტას მენდილორი
Costas Mandylor 2013.jpg
დაბ. სახელი კოსტას თეოდოსოპულოსი
დაბ. თარიღი 3 სექტემბერი 1965
მელბურნი, ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989–დღემდე

კოსტას მენდილორი (ინგლ. Costas Mandylor; დ. 3 სექტემბერი 1965, მელბურნი, ავსტრალია) — ბერძენ-ავსტრალიელი კინომსახიობი. კინემატოგრაფში მენდილორის მეტად ცნობილი როლია კენი ტელესერიალიდან „პიკეტის ღობეები“ და დეტექტივი ჰოფმანი ფილმიდან „ხერხი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტას მენდილორი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ლუიზა და იანის თეოდოსოპოულოსების ოჯახში. მას გააჩნია ბერძნული ფესვები.[1] მენდილორმა აიღო დედამისის ქალიშვილობის გვარი.[2] გაიზარდა კილდასა და სამხრეთ მელბურნში.[3] მენდილორს ჰყავს ძმა ლუის მენდილორი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.[1]

1987 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შერთებულ შტატებში, სადაც დაიწყო სამსახიობო კურსების შესწავლა. თავდაპირველად იგი ვერ პოულობდა სამუშაოს, შესაბამისად იძულებული იყო ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმებულიყო.[2]

თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მიიღო ფილმში „სულის ტრიუმფი“, სადაც გვევლინება ებრაელის როლში. ლოს-ანჯელესში ყოფნისას შეხვდა რეჟისორ ოლივერ სტოუნს, რომელმაც მიცსა როლი ფილმში „დორზი“. 1991 წელს წამყვანი როლი შეასრულა ფილმში „განგსტერები“. მენდილორმა მონაწილეობა მიიღო ასევე ამერიკულ სატელევიზიო დრამაში „პიკეტის ღობეები“, რომელსაც ამერიკაში 4 წლის განმავლობაში უჩვენებდნენ.

მენდილორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა ასევე რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფილმში „ხერხი“, სადაც განასახიერა მარკ ჰოფმანის სახე.

1997 წელს კოსტას მენდილორი დაქორწინდა ტალისა სოტოზე, თუმცა 2000 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1991 წელს მენდილორი ჟურნალ „People“-ში შეყვანილი იყო მსოფლიოს ლამაზი ადამიანების სიაში.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Costas Mandylor Biography (1962–). FilmReference.com. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
  2. 2.0 2.1 N.F. Mendoza. (July 25, 1993) With An Eye On ... There's no fencing in Costas Mandylor as he picks his parts. Los Angeles Times. Tribune Company. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
  3. Miska, Brad. (October 25, 2007) Saw IV: Interview With Star Costas Mandylor. Bloody Disgusting. The Collective. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
  4. "Costas Mandylor. (The 50 Most Beautiful People in the World 1991)". People (Time Inc.) 36: 90. July 18, 1991. http://www.people.com/people/archive/article/0,,20063429,00.html. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.