კოსმოლედო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოლედო
მშობ. სახელი: ინგლ. Cosmoledo

კოსმოლედოს კუნძულის ხედი ჰაერიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 09°43′18″ ს. გ. 47°35′08″ ა. გ. / 9.72167° ს. გ. 47.58556° ა. გ. / -9.72167; 47.58556
კუნძულთა რაოდენობა 16
მთავარი კუნძული მენაი
ფართობი 5,2 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
კოსმოლედო — ინდოეთის ოკეანე
კოსმოლედო

კოსმოლედო (ინგლ. Cosmoledo) — სეიშელის გარე კუნძულების ალდაბრის კუნძულებში შემავალი ატოლი. კუნძულის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეადგენს 14,5 კმ-ს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 11,5 კმ-ს. ხმელეთის საერთო ფართობია — დაახლოებით 5,2 კმ², ხოლო ლაგუნასთან ერთად — დაახლოებით 152 კმ². მდებარეობს 178 კმ-ში აღმოსავლეთით ატოლ ალდაბრიდან.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ კოსმოლედო ითვლის 16 მომცრო კუნძულს და რიფს, რომლებიც ატოლის გარშემო მდებარეობენ. კუნძულების ჩამონათვალი მოყვანილია საათის ისრის მომართულებით, ჩრდილოეთიდან დაწყებული:

  • ჩრდილოეთი კუნძულები. ჩრდილო-დასავლეთის კუნძული, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუნძული.
  • აღმოსავლეთი კუნძულები. ილ-დუ-ტრუ, გოელეტი, გრანდ-პოლიტი, პეტი-პოლიტი, გრანდ-ილი (მეთევზეთა ქოხებით, ფართობი — 1,6 კმ²).
  • სამხრეთი კუნძულები. პაგოდა, სამხრეთი კუნძული.
  • დასავლეთი კუნძულები. მოსტიკიუ, ბალაინი, მენაი (2,3 კმ²), საურისი, მანაკიუ, აილეტი, ახლო აილეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]