კორეული შამანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორეული შამანიზმი (კორეული შინიზმი, კორეის ხალხური რელიგია) - არის კორეის პოლითეისტური და ანიმისტური ეთნიკური რელიგია, რომელიც სათავეს იღებს პრეისტორიული დროიდან [1] და მდგომარეობს ღმერთების, წინაპრების და ბუნების სულების თაყვანისცემაში [2]. ზოგადი შამანური პრაქტიკის ასაღწერად ტერმინი მუიზმი გამოიყენება. შამანიზმმა გავლენა იქონია კორეის ახალ რელიგიებზე, ქრისტიანულ ეკლესიებში ტარდება ზოგი შამანიზმისთვის დამახასიათებელი რიტუალი. აღინიშნება რელიგიის მსგავსებები ჩინურ ვუიზმთან და იაპონურ სინთოიზმთან.

შამანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამანის როლი არის სხვადასხვა რიტუალის მეშვეობით შუამავლობა სულების და ღმერთების და კაცობრიობას შორის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. შამანები რჩეულ ადამიანებად ითვლებიან. შემორჩენილია უამრავი მითი შამანების შესაძლო წარმოშობის შესახებ. არსებობს შამანის ოთხი სახეობა.

შამანი-მუდონგი დამახასიათებელია კორეის ჩრდილოეთი ნაწილისთვის. ითვლება, რომ მუდონგის სხეულში დასახლდა ღმერთის სული, რისგანაც გამოწვეული დაავადება მხოლოდ ინიციაციის რიტუალით იკურნება. დაავადების სიმპტომებია ტკივილები, მადის დაკარგვა, ფსიქოზი, ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები, ითვლება, რომ სული მიღება დაავადების ერთადერთი წამალია. ინიციაციის რიტუალის მეშვეობით შამანი კავშირს ამყარებს მის სხეულში მყოფ სულთან და იღებს მას, შემდგომში მას ტრანსში ყოფნისას სულთან კომუნიკაცია შეუძლია. რიტუალი როგორც ადამიანის განკურნვის საშუალება, აზევე ახალი შამანის ფორმალური აღიარების პროცესია.

შამანი-დანგოლი უფრო მღვდელია, ვიდრე შამანი. მას არ აქვს ზებუნენრივი ძალები, მისი წოდება კი არ აღნიშნავს ღმერთებისგან რჩეულობას. მისი ფუნქციაა სულების და ღმერთების თაყვანისცემს გარკვეული რიტუალებით. გავრცელებულია კორეის სამხრეთით, თუმცა ზოგადად სეულის სტილის მუდანგები უფრო ხშირად გვზვდება.

შამანი-სიმბადი გვხვდება ჯეჯუს კუნძულზე და აერთიანებს მუდონგის და დანგოლის თვისებებს. მის სხეულში არ ცხოვრობენ სულები, მაგრამ მას მათთან გარკვეული კომუნიკაცია შეუძლია. მისი ფუნქცია სულების და ღმერთების სათქმელის გაგებაა.

შამანი-მიონგდუ დანგოლთან თანაარსებობს. მის სხეულში გარდაცვლილი ბავშვების სულები ცხოვრობენ, მას შეუძლია მომავლის ზედვა, მაგრამ სულებთან და ღმერთებთან დაკავშირებულ რიტუალებში არ მონაწილეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი შამანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეული შამანიზმი პრეისტორიული დროიდან არსებობს და კონფუციანიზმის და ბუდიზმის გავრცელებამდე კორეის ძირითადი რელიგია იყო. ნახევარკუნძულის მრავალი მთის მწვერვალებსა და ფერდობებზე აღმოჩენილია ღმერთებისა და სულებისადმი მიძღვნილი ტაძრების ნარჩენები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კორეელმა მიიღო ბუდიზმი მის გავრცელებისას IV საუკუნეში, ბუდიზმი დარჩა უმცირესობის რელიგიად კორეულ შამანიზმთან შედარებით. მდგომარეობა შეიცვალა სახელმწიფო რელიგიის შეცვლის შემდეგ. ამის შემდეგ შამანიზმი წარსულის, მოძველებულ პრაქტიკად იქცა. შემდგომში შამანიზმი თანდათან სუსტდებოდა, მედიაში დემონიზაციია მსხვერპლი ხდებოდა, ჩნდებოდნენ შამანიზმის მთლიანად განადგურების მომხრეები.

XX საუკუნეში და დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეაში 1970-80-იან წლებში ტარდებოდა ანტი-ცრურწმენული პოლიტიკა, რომლის ფარგლებში შამანიზმის პრაქტიკა აიკრძალა, სამლოცველოები კა განადგურდა. ამის შედეგად დღეს სამხრეთ კორეაში შამანიზმი თითქმნის გამქრალია. ჩრდილოეთ კორეაში შამანები და მათი ოჯახები დევნის მსხვერპლები იყვნენ. მიუხედავად ამის, მოსახლეობის 16% რაიმე ფორმით მისდევს შამანიზმის პრაქტიკებს. [3]

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მრავალი ლეგენდა შამანების წარმოშობის შესახებ, მათგან ყველაზე ცნობილია ლეგენდა პრინცესა ბარიზე, რომელიც შამანების და გარდაცვლილთა სულების მფარველად და პირველ შამანად ითვლება. ლეგენდის უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ ისტორიის კარკასი ძირითადად იგივეა [4].

მეფეს და დედოფალს ექვსი ქალიშვილი უჩნდებათ. დედოფალი მეშვიდედ ორსულდება და ისინი ვაჟს ელოდებიან, მაგრამ ისევ გოგონა უჩნდებათ. იმედგაცრუებული მეფე გოგონას გადაგდებას ბრძანებს (სახელი "ბარი" კორეულად გადაგდებას ნიშნავს), მაგრამ ბარი არ კვდება და მას ცხოველები უვლიან. წლების შემდეგ მისი მშობლები ან მათგან ერთ-ერთი უსაშველოდ ავად ხდება, მათი გადარჩენა შეიძლება მხოლოდ ჯადოსნური ყვავილის და წყლის მოპოვებით. ექვსივე ქალიშვილი უარზეა. მშობლები ბარის პოულობენ (ან ის მშობლების განსაცდელს სიზმარში ხედავს) და ბარი წამლის მოსატანად მიდის. გზაში მას ბუდა ეხმარება, ის ბევრ განსაცდელს გადაიტაბს და ბოლოს წამალს იპოვის, მაგრამ მისი მშობლები უკვე გარდაცვლილები ხვდებიან. ბარიმ გასვენებას მიუსწრო - ის კუბოებს ხსნის და სამეფო წყვილს აცოცხლებს, რის შემდეგ ღვთაებად იქცევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Choi, Joon-sik (2006). Folk-Religion: The Customs in Korea. Ewha Womans University Press. ISBN 8973006282.
  • 홍태한 (Hong Tae-han) (2002). Han'guk seosa muga yeon'gu 한국 서사무가 연구 [Studies on Korean Shamanic Narratives]. Seoul: Minsogwon. ISBN 89-5638-053-8. Anthology of prior papers.
  • Han'guk seosa muga-ui yuhyeong-byeol jonjae yangsang-gwa yeonhaeng wolli 한국 서사무가의 유형별 존재양상과 연행원리 [Forms per type and principles of performances in Korean shamanic narratives]. Seoul: Minsogwon. ISBN 978-89-285-0881-5. Anthology of prior papers.
  • 현용준 (Hyun Yong-jun); 현승환 (Hyun Seung-hwan) (1996). Jeju-do muga 제주도 무가 [Shamanic hymns of Jeju Island]. Han'guk gojeon munhak jeonjip. Research Institute of Korean Studies, Korea University.
  • 강소전 (Kang So-jeon) (2012). Jeju-do simbang-ui mengdu yeon'gu: Giwon, jeonseung, uirye-reul jungsim-euro 제주도 심방의 멩두 연구—기원,전승,의례를 중심으로- [Study on the mengdu of Jeju shamans: Origins, transfer, ritual] (PhD). Cheju National University.