კონსტანტი კახი
იერსახე
კონსტანტი (კოსტანტი) კახი (დ. 768 — გ. 10 ნოემბერი, 853) — ქართველი ერისთავი. იბრძოდა არაბი სარდლის, ბუღა თურქის წინააღმდეგ. 853 წლის 26 აგვისტოს ის და მისი ძე თარხუჯი არაბებმა შეიპყრეს და კონსტანტი (კოსტანტი) კახი წამებით მოკლეს. ატენის სიონის ერთ-ერთ წარწერაში ის მოხსენიებულია კახაჲს სახელით. კონსტანტი (კოსტანტი) კახის წამება აღწერილია „კოსტანტი კახის მარტვილობაში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 641.