კონსტანტინოს სტეფანოპულოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Kostis stephanopoulos.jpg

კონსტანტინოს სტეფანოპულოსი (ბერძ. Κωνσταντίνος Στεφανόπουλος) (დ. 15 აგვისტო, 1926, პატრა — გ. 20 ნოემბერი, 2016, ათენი[1]) — ბერძენი იურისტი, პოლიტიკოსი. 1995-2005 წლებში იყო საბერძნეთის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).[2]

1954 წელს დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1974 წლამდე მუშაობდა სპეციალობით ქალაქ პატრას ადვოკატთა ასოციაციის წევრად.

1958 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, როგორც „სახალხო რადიკალური გაერთიანების“ პარტიის წარმომადგენელი (ბერძ. Εθνική Ριζοσπαστική Ένωση) და პირველად 1964 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად აქაიის პრეფექტურის წარმომადგენლად. 1974, 1977, 1981 და 1985 წლებში ხელახლა აირჩიეს პარლამენტის წევრად, იყო პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრი (ბერძ. Νέα Δημοκρατία "Ν.Δ."). 1974 წლის რეფერენდუმზე სახელმწიფო სტრუქტურის საკითხზე, იგი მხარს უჭერდა მონარქიის შენარჩუნებას.

სამხედრო ხუნტის „შავი პოლკოვნიკების“ დაცემის შემდეგ იყო „ახალი დემოკრატიის“ მიერ შექმნილ მთავრობაში: 1974 — ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, 1974-1976 წლებში — შინაგან საქმეთა მინისტრი, 1976-1977 წლებში —შრომისა და სოციალური დაზღვევის მინისტრი, 1977-1981 წლებში — უპორტფელო მინისტრი.

1981 წლიდან 1985 წლამდე იყო საბერძნეთის პარლამენტის ფრაქციის „ახალი დემოკრატიის“ ხელმძღვანელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]