შინაარსზე გადასვლა

იოანის კაპოდისტრიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანის კაპოდისტრიასი
იოანის კაპოდისტრიასი
რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აგვისტო, 1816 – 8 აგვისტო, 1822
წინამორბედინიკოლოზ რუმიანცევი
მემკვიდრეკარლ ნესელროდე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 იანვარი, 1828 – 9 ოქტომბერი, 1831
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეაუგუსტინოს კაპოდისტრიასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მარტი, 1827 – 9 ოქტომბერი, 1831
წინამორბედიანდრეი ზაიმისი
მემკვიდრეაუგუსტინოს კაპოდისტრიასი

დაბადებული11 თებერვალი, 1776
კორფუ
გარდაცვლილი9 ოქტომბერი, 1831
ათენი, საბერძნეთი
მამაანტონ კაპოდისტრიასი

იოანის კაპოდისტრიასი (ბერძ. Ιωάννης Καποδίστριας; დ. 11 თებერვალი, 1776 — გ. 9 ოქტომბერი, 1831) — საბერძნეთისა და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1816–1822 ). საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი (1828–1831 ) და პრემიერ-მინისტრი (1827–1831 წწ.).

დაიბადა კუნძულ კორფუზე, სადაც ცხოვრობდა მამამისი ანტონი, რომელიც იყო ქალაქ კაპოდისტრიიდან (ამჟამად სლოვენიის ქალაქი კოპერი) გადმოსახლებული მოსახლეების შთამომავალი. იოანისმა დაამთავრა პადუის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და მედიცინის ფაკულტეტი.

1816–1822 წლებში ეკავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1827 წლიდან გარდაცვალებამდე ეკავა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობა.

კაპოდისტრიასი მოკლეს 1831 წლის 9 ოქტომბერს. თავდაპირველად დაასაფლავეს დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველ დედაქალაქ ნამფპლიონში. 6 თვის შემდეგ კი გადაასვენეს კუნძულ კორფუზე და დაკრძალეს პლატიტერის მონასტერში.

  • Stella Ghervas, "Le philhellénisme russe : union d’amour ou d’intérêt?", in Regards sur le philhellénisme, Geneva, Permanent Mission of Greece to the United Nations (Mission permanente de la Grèce auprès de l’ONU), 2008.
  • Stella Ghervas, Réinventer la tradition. Alexandre Stourdza et l'Europe de la Sainte-Alliance, Paris, Honoré Champion, 2008. ISBN 978-2-7453-1669-1
  • Stella Ghervas, "Spas' political virtues : Capodistria at Ems (1826)", Analecta Histórico Médica, IV, 2006 (with A. Franceschetti).