კონსტანტინოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
კონსტანტინოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°34′21″ ჩ. გ. 46°06′01″ ა. გ. / 47.57250° ჩ. გ. 46.10028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლობა |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | კონსტანტინოვსკი |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ეკლექტიკა |
თარიღდება | 1877-1897 |
კონსტანტინოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა თანამედროვე ქალაქის კულტურის სახლის ტერიტორიაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე როსტოვის ოლქში მოქმედებდა 427 ეკლესია, რომელთაგანაც დღემდე შემორჩენილია მხოლოდ 78. ეკლესიებისა და მონასტრების უმრავლესობა დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფელბის პერიოდში, მათ შორის კონსტანტინოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია.
წმინდა მიქაელის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1714 წელს როსტოვის ოლქის სოფელ ვედერნიკოვსკში მოქმედებდა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხის ეკლესია, რომელიც შედიოდა ვორონეჟის ეპარქიაში. ეკლესია აგებული იყო სოფლის ცენტრში მდინარე დონის მაღალ ნაპირზე. მდინარის მიერ ნიადაგის ეროზიის გამო ეკლესია ოთხჯერ გადააადგილეს. ეკლესიას ჰქონდა ხის კანკელი, რომელიც იყო მოჩუქურთმებული და მოოქროვილი. 1817 წელს ეკლესია დაძველდა. 1864 წელს სოფლები ვედერნიკოვსკი და ბაბსკაია შეუერთეს ერთმანეთს და უწოდეს კონსტანტინოვსკი. 1869 წელს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხის ეკლესია გადაიტანეს კონსტანტინოვსკში და ხელახლა ააშენეს. 1876 წელს კონსტანტინოვსკის მოსახლეობის კრებაზე გადაწყდა შეეგროვებინათ სახსრები ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობისათვის. მალევე ცნობილი გახდა, რომ ეკლესია აშენდებოდა ვაჭარ გ. ჩიკალოვის სახსრებით. ვაჭარი ჩიკალოვი იყო აგურის ქარხნის მფლობელი კონსტანტინოვსკში. მისი ქარხანა ამზადებდა ერთ-ერთ უმაღლესი ხარისხის აგურს სოფელში, სადაც მუშაობდა სამი აგურის ქარხანა.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877 წლის სექტემბერში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიირეს ნებართვა აეშენებინათ ახალი ქვის ეკლესია. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა ანტონიო კამპიონიმ და კარლ კიუნცელმა, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის კურსდამტავრებულმა პეტრე სტუდენიკინმა. ეკლესიის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ანტონიო კამპიონიმ, რომლის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე შენდებოდა ეკლესია. ფუნდამენტი ცაასხეს 14 მეტრის სიღრმეზე.
ავადმყოფი კამპიონის მაგივრად ეკლესიის არქიტექტორად დანიშნეს კ. კიუნცელი, რომელიც ადრე მუშაობდა პოლტავის გუბერნიის არქიტექტორად. კარლ კინცელი ეკლესიას აშენებდა 12 წელი. 1890 წელს დაიწყეს სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1893 წელს.
1894 წლის 1 ოქტომბერს ახალ ეკლესიასთან ააშენეს საეკლესიო სკოლა (შემდეგ სამრევლო სკოლა). ამჟამად სკოლის შენობა შემორჩენილია.
პ. სტუდენიკინმა დააპროექტა ეკლესიის შიდა და გარე ფასადები, კანკელი, შეიმუშავა დეკორაციის ელემენტები. 1896 წლის 30 დეკემბერს კონსტანტინოვსკის ქვის ეკლესიის მშენებლობა დასრულდა. 1897 წელს დააყენეს კანკელი. 1897 წლის 29 ოქტომბრისათვის ეკლესიის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა. ოთხსაკურთხევლიანი ეკლესია აკურთხეს. ეკლესიის საკურთხევლიდან ცენტრალური საკურთხეველი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს, ჩრდილოეთისა - ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, სამხრეთისა - მიქაელ არქისტრატეგის სახელზე. ეკლესიამ ცენტრალური საკურთხევლის მიხედვით მიიღო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სახელწოდება.
ეკლესიის მშენებლობისათვის გამოიყენეს ადგილობრივი, ორი ფერის აგური. ეკლესია აგებული იყო რუსულ-ბიზანტიურ სტილში. ეკლესიის მშენებლობისთვის დაიხარჯა 20 მლნ აგური.
სამოქალაქო ომის შემდეგ ეკლესიაში განათავსეს მანქანა-ტრაქტორთა სადგური, შემდეგ მარილის საწყობი. მალევე სამრეკლოს გუმბათიდან ჩამოხსნეს სახურავი. ეკლესიაზე განათავსეს სპორტული საზოგადოების საპარაშუტი კოშკი.
1953 წელს მიირეს გადაწყვეტილება ეკლესიის დანგრევის შესახებ. პარტიის რაიკომის უფროსმა რჩევისათვის მიმართა მწერალ მიხეილ შოლოხოვს. მწერალმა გადაათქმევინა, მაგრამ 1963 წელს ეკლესია მაინც ააფეთქეს.
დანგრეული ეკლესიის ადგილზე 1967 წელს ააშენეს კულტურის სახლი.
2004 წლის 14 ოქტომბერს აფეთქებული ეკლესიის ყოფილი ადგილის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯვარი აღმართა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кулишов В. В Низовьях Дона. — Ростов н/Д, 1987. — С. 104.