შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე ფეოქტისტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ფეოქტისტოვი
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1926
დაბ. ადგილი ვორონეჟი, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი, 2009 (83 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირირუსეთის დროშა რუსეთი
სპეციალობა კოსმონავტი, ინჟინერი, კოსმონავტი-მკვლევარი, უნივერსიტეტის მასწავლებელი
ექსპედიცია „ვოსხოდ-1“
(1964 წლის 12 ოქტომბერი)
კოსმოსში გატარებული დრო 1 დღ-ღ. 17 წთ. 3 წმ.
ჯილდოები
საბჭოთა კავშირის გმირი — 1964 სსრკ-ის სახელმწიფო პრემია — 1976
ლენინის ორდენი  — 1964 ლენინის ორდენი  — 1984 სამამულო ომის ორდენი — 1965 სამამულო ომის ორდენი — 1985
შრომის წითელი დროშის ორდენი  — 1957 შრომის წითელი დროშის ორდენი  — 1961 საპატიო ნიშანი — 1974 მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ — 1946

კონსტანტინე პეტრეს ძე ფეოქტისტოვი (რუს. Константин Петрович Феоктистов; დ. 7 თებერვალი, 1926, ვორონეჟი, რსფსრ, სსრკ — გ. 21 ნოემბერი, 2009, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1964), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).[1]

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. 1964 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ვ. კომაროვსა და ბ. ეგოროვთან ერთად იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან ხომალდ „ვოსხოდ-1“-ით. იყო მეცნიერი თანამშრომელი. 16-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო ლენინური პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებით და მედლებით.

  • მის პატივსაცემად მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს უწოდეს ფეოქტისტოვი.
  • მის პატივსაცემად ვორონეჟის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს.
  • Феоктистов К. П. «Научный орбитальный комплекс». — М.: «Знание», 1980. — 64 с.
  • Феоктистов К. П., Бубнов И. Н. «О космолётах». — М.: «Молодая гвардия», 1982. — 208 с. — («Люди и космос»).
  • Феоктистов К. П. (ред.) «Ракетно-космический комплекс. Космические аппараты». — М.: «Воениздат», 1983. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Феоктистов Константин Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.