ვლადიმერ კომაროვი (კოსმონავტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვლადიმერ კომაროვი.
ვლადიმერ კომაროვი 1965 წელს.
ვლადიმერ კომაროვი 1965 წლის საბჭოთა საფოსტო მარკაზე.

ვლადიმერ მიხეილის ძე კომაროვი (რუს. Влади́мир Миха́йлович Комаро́в;დ. 16 მარტი, 1927, მოსკოვი — გ. 24 აპრილი 1967) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, ინჟინერ–პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1964,1967), სკკპ წევრი 1952 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის სამხედრო საჰაერო ძალების სპეციალური სკოლა (1945). ბატაისკის სამხედრო–საავიაციო სასწავლებელი (1949) და ნ. ჟუკოვსკის სახელმწიფო სამხედრო–საჰაერო საინჟინრო აკადემია (1959). 1960 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. მსოფლიოში პირველად(ფეოქტისტოვთან და ეგოროვთან ერთად) იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდით“(პილოტი იყო). ხომალდი ორბიტაზე გავიდა 1964 წლის 12 ოქტომბერს, 16 ჯერ შემოუფრინა დედამიწას და გაიარა 700 ათას კილომეტრზე მეტი. ხომალდთან იყო დამყარებული ორმხრივი კავშირი. კომაროვი დაიღუპა ახალ კოსმოსურ ხომალდ „სოიუზ–1–ზე“ საცდელი ფრენის დროს. დაკრძალულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან. კომაროვის სახელი უწოდეს მთვარის უკანა მხარის კრატერს.

თბილისში ფუნქციონირებს ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]