კონსტანტინე ანოხინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანტინე ანოხინი
Анохин.jpg
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი 1957(1957-10-03) (62 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო ნეირობიოლოგია
მუშაობის ადგილი კურჩატოვის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ნათესავ(ებ)ი პეტრე ანოხინი
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია

კონსტანტინე ანოხინი (რუს. Константи́н Влади́мирович Ано́хин; დ. 3 ოქტომბერი 1957) — რუსი მეცნიერი, ნეირობიოლოგი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ნეირომეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი.

ლენინური კომკავშირის, ნიდერლანდების მეცნიერებათა აკადემიის დე ვიდის სახელობის რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიისა პრემიების ლაურეატი, ასევე ეროვნული პრემიის „წლის ადამიანი“ ნომინაციაში „პოტენციალი და პერსპექტივა მეცნიერებაში“. კ. ანოხინს ეკუთვნის იდეა ცნება კოგნიტომის შემოსაღებად, რომელიც აღნიშნავდა კვლევით მიმართულებას გონიერების საერთო თეორიას შესამუშავებლად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე ანოხინი არის პეტრე ანოხინის შვილიშვილი. კონსტანტინე ანოხინმა 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1984 წელს დაასრულა რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პეტრე ანოხინის სახელობის ნორმალური ფიზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებული ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქოლეცისტოკინინის როლი კვებითი დატვირთვის მექანიზმებში“.

1992 წელს შედგა სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე „სწავლისა და მეხსიერების ადრეული გენები“. მიენიჭა პროფესორის წოდება.

2002 წელს არჩეულ იქნა რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად ნეირობილოგიის სპეციალობით, ხოლო 2008 წელს კი გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სპეციალობით „ნანობიოტექნოლოგია“.

ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]