კონეტაბლი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კონეტაბლი}} |
კონეტაბლი (ფრანგ.: Connétable; ლათ.: comes stabuli; ქართ.: მეჯინიბეთუხუცესი) საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთის სამეფოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო და სამეფო კარის სახელო იყო.
თავდაპირველად კონეტაბლის განკარგულებაში მხოლოდ მეფის საჯინიბო შედიოდა, შემდეგ ამას დაემატა სამეფო კავალერიის სარდლის წოდებაც. მოგვიანებით კონეტაბლის გავლენა გაიზარდა და მეფის შემდეგ მეორე კაცად იქცა სამეფოში. იგი იყო სამეფო არმიის უმაღლესი მთავარსარდალი და მარშლებზე მაღლა იდგა.
კონეტაბლები თავიანთ გერბში მარჯვნიდან და მარცხნიდან ურთავდნენ ღრუბლებიდან გამომავალ მახვილიან მკლავს. კარდინალ რიშელიეს დროს კონეტაბლის სახელო გაუქმებულ იქნა. რისი მიზეზიც ამ თანამდებობის ქვეშ დიდი ძალაუფლების და გავლენის კონცენტრაცია იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აბსოლუტიზმის პრინციპებს.