კონან გრეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონან გრეი
ინგლ. Conan Gray

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1998 (1998-12-05) (25 წლის)
დაბ. ადგილი ლემონ-გროუვი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2011–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Republic
ხელმოწერა
საიტი conangray.com
კონან გრეი ვიკისაწყობში

კონან ლი გრეი (ინგლ. Conan Lee Gray; დ. 5 დეკემბერი, 1998) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ყოფილი იუთუბერი. დაიბადა ლემონ-გროუვში (კალიფორნია), გაიზარდა ჯორჯტაუნში (ტეხასი). მოზარდობაში დაიწყო ვლოგების, სიმღერათა ქავერებისა და საავტორო სიმღერების YouTube-ზე ატვირთვა. 2018 წელს, გრეიმ Republic Records-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელმაც შემდეგ გამოუშვა მისი სადებიუტო EPSunset Season (2018).

კომერციულად წარმატებული სიმღერების (მაგ., „Maniac“ და „Heather“) შემცველი სტუდიური ალბომმა Kid Krow (2020) აშშ-ის ბილბორდ 200-ში მეხუთე ადგილი დაიკავა, რამაც მომღერალი წლის ყველაზე წარმატებულ დებიუტანტად აქცია.[1] მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Superache (2022) კრიტიკოსების მოწონება მიიღო და აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში საუკეთესო ათეულებში მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Conan Gray emerges as biggest new artist of 2020 with debut album, Kid Krow en-US (30 მარტი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2020