პირშუშხა
იერსახე
პირშუშხა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი პირშუშხა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Armoracia | ||||||||||||
|
პირშუშხა (ლათ. Armoracia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას, რომელიც იზრდება ევროპასა და აზიაში.
საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი პირშუშხა (ლათ. Armoracia rusticana). მოჰყავთ ბოსტანში. ხშირად ველურდება. ფესვსა და ფოთოლში არის ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, მინერალური მარილები, ფიტონციდები და ფერმენტი ლიზოციმი.
ფესვის ცხარე გემო და სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში მდოგვის ზეთისა და გლიკოზიდ სინიგრინის არსებობით. ფესვი იჭმება (ნედლი, მოხარშული), ფესვის გამონაწური კი სურავანდის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მრავლდება ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ (100-300 ც/ჰა) გვიან შემოდგომაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 86.