კომანჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომანჩები
საერთო მოსახლეობა
14 700
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ოკლაჰომის დროშა ოკლაჰომა 14 700[1]
ენები კომანჩური, ინგლისური
რელიგიები ანიმიზმი, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ეკლესია, ქრისტიანობა
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები შოშონები

კომანჩები (Nʉmʉnʉʉ) — ამერიკაში მკვიდრი ტომი დიდი ვაკიდან, რომელთა ისტორიული ტერიტორიაც ცნობილია, როგორც კომანჩერია, შედგებოდა დღევანდელი ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლორადოს, სამხრეთ-დასავლეთ კანზასის, დასავლეთ ოკლაჰომასა და ტეხასის ჩრდილო-დასავლეთის ძირითადი ნაწილისგან[2].

თავის ენაზე კომანჩები თავიანთ თავს „ჩვენს ადამიანებს“ უწოდებენ. კომანჩების სახელწოდება ინგლისურ ენაში მომდინარეობს ესპანეთიდან, ტერმინი „Ute“-დან, რაც „სხვას“ ნიშნავს. ისტორიულად კომანჩებს დაკავებული ჰქონდათ სამხრეთის დიადი ველის საძოვრებიდან  სამხრეთ კოლორადომდე, აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკო , დასავლეთ ოკლოჰომა და დასავლეთ ტეხასი. ზოგი გადაადგილდებოდა ამ სივრცის მიღმაც. 2000 წელს ტომის შტაბი ლაუტონი, ოკლაჰომას ჩრდილოეთით მდებარეობდა. ტომის წევრები ახლომახლო ტერიტორიაზე, რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდნენ.[3]

რუკაზე ჩანს დაახლოებით ის ტერიტორია (ცნობილი, როგორც ,,კომანჩერია"), რომელიც დაკავებული ჰქონდათ რიგ კომანჩების ტომებს დაახლოებით 1850 წლამდე.

დიადი კომანჩერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც იმპერიების უმეტესობა, კომანჩების იმპერიას ჰქონდა უამრავი სახე.  ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან იგი იყო კომერციის, დიპლომატიის, ტრანსნაციონალურობის ,,ბუდე“, რომელიც ავრცელებდა პრესტიჟს და ძალას, შთანთქავდა სხვა ეთნიკურ ჯგუფებს და აერთიანებდა მულტიკულტურულ ჯგუფში, შეჰყავდა რა მეზობელი საზოგადოებები მოკავშირეების და დამოუკიდებელთა სიაში. თუმცაღა, განსხვავებით ჩრდილოეთისგან და აღმოსავლეთის „სახისგან“, სამხრეთ-დასავლეთში და მექსიკაში, კომანჩერია სრულიად განსხვავებულ სახეს აჩვენებდა. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, იგი უშუალოდ უპირისპირდებოდა და ებრძოდა ევრო-კოლონიალისტებს, მათი ტაქტიკა კი ხშირად აღსავსე იყო არაადამიანური ძალადობით.ეს იყო იმპერია, რომელიც მარგინალიზაციას ეწეოდა , იზოლაციაში აქცევდა და ყოფდა ესპანურ და მექსიკურ კოლონიებს ერთმანეთისგან, რაც მათ იმპერიულ და პერიფერიულ სტატუსზე მოქმედებდა. კომანჩებმა საკმაოდ დიდი ძალა და ენერგია ჩააქსოვეს სამხრეთით და აღმოსავლეთის დიადი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსებისადმი, რომელიც დიდ ვაკეზე და მისისიპის აღმოსავლეთ მხარეზე იყო.  ეს იყო იქ, სადაც ლანდშაფტი საკმაოდ აშორებდა იმ პოტენციური საშიშროებებისგან, რომელიც კოლონიური სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოსალოდნელი, მათ აღმოაჩინეს მოკავშირეები, სუბორდინატები და ბაზრები, რომელზეც კომანჩებმა ააგეს თავიანთი იმპერიული სიდიადე სამხრეთ-დასავლეთში და ჩრდილო მექსიკაში.[4]

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ისტორიული ჩანაწერი კომანჩებზე, იკითხება ესპანური წყაროდან, რომელიც თარიღდება 1706 წლით. კომანჩები ადრე გამოიყოფოდნენ ტომ „Wyoming Shoshones“-გან. კომანჩებს რამდენიმე თაობა დასჭირდათ მათ „მიწასთან“ შესაგუებლად, როგორც მონადირეებს. დაახლოებით 1650 წელს მათ ცხენები შეიძინეს ესპანელებისგან, რის შემდგომ მალევე აითვისეს და განავითარეს ცხენის მოვლის კულტურა. ცხენების და ვაჭრობის წყაროების ძიებაში ისინი უფრო და უფრო მიიწევდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამაც ისინი 1743 წელს ტეხასში მიიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ დაამყარეს კონტაქტი ფრანგ ვაჭრებთან აღმოსავლეთიდან და ანგლო-ამერიკელ ცხენის დილერებთან. 1840 წლისთვის მათ გაზარდეს რეიდების ინტენსივობა ტეხასსა და მექსიკაში, რომ მოეპოვებინათ და შემდგომ ევაჭრათ საქონლით და ტყვეებით. ეს რეიდები შეაფერხა ინგლისელების ექსპანსიამ.

ეკონომიკა და არსებობის წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველზე მცხოვრები ადამიანის ცხოვრება ავტომატურად დიდი ბიზონის ფარებზე იყო მიჯაჭვული. კამეჩი უზრუნველყოფდა ადამიანებს ხორცით, ტყავით სამოსისთვის, ძვლებით და რქებით იარაღებისთვის და ა.შ. თავდაპირველად ისინი კამეჩს უსაფრთებოდნენ, ფეხით ან ცხენებით შემდგომ კი კლავდნენ მშვილდით-ისრით ან ისარს არჭობდნენ ჩუმად. სეზონური გადაადგილებები და კამეჩების შეკრების ადგილი განსაზღვრავდა მდებარეობას და ბანაკების ზომას. კიდევ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სურსათის მოპოვება დიდ ცხენის ფარებისთვის, რაც საშუალებას იძლეოდა ენადირათ და გაექურდათ სოფლები და მიეწოდებინათ სავაჭროდ ტომისთვის. ინდივიდუალები ითვლიდნენ ცხოველების ფარებს ნუმერაციით - ასობით. მუსტანგებს იჭერდნენ და ათვინიერებდნენ, რისთვისაც იყენებდნენ ეშმაკურ, თავისებურ მეთოდებს.

შინაურ ცხოველებს იტაცებდნენ სხვა ინდიელებისგან და ევრო-ამერიკელი ახალმოსახლეებისაგან. კომანჩებს შეეძლოთ ცხენის ძუიდან თოკის გაკეთება, ასევე ისინი ჭამდნენ ცხენის ხორცს მაშინ, როდესაც გაჭირვება და რეიდები იყო. მართალია, ისინი იყვნენ მონადირე-შემგროვებლები, თუმცაღა უფრო ჰგავდნენ მწყემსებს. ასევე ჭამდნენ ცხენ-ირემს, ირემს, კბილანას და სხვა პატარა ძუძუმწოვრებს. კომანჩებს ეზიზღებოდათ შინაურ ფრინველებზე და რეპტილიებზე ნადირობა, თუმცა ამას აკეთებდნენ და ჭამდნენ კიდეც მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არსებობდა. ისინი ფიქრობდნენ ძროხის ხორცი არ შეიძლება ყოფილიყო ძირითადი საკვები, მაგრამ საბოლოოდ მოუწიათ ძროხის ხორცის აღიარება, კამეჩის ხორცის სიმწირის გამო. განვითარების ერამდე კომანჩები არ მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მისდევდნენ სიმინდით, ლობიოთი და გოგრით ვაჭრობას. მათი კვების რაციონში დიდი რაოდენობით შედიოდა გარეულ ხილი, თხილი და ბოლქვები. განვითარების პერიოდის დროს ნადირობა-შემგროვებლობის ცხოვრების სტილი ჭკნებოდა. ინდიელების დამოკიდებულება გაიზარდა მთავრობაზე, რომელიც აწარმოებდა ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ფქვილი და ძროხის ხორცი. ეს იყო მწირი კომანჩებისათვის და 1880-იან წლებში ყოვლისმომცველმა შიმშილობამ მოიცვა მთელი ტომი.[3]

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომანჩებს ეკუთვნოდათ პრეისტორიული სავაჭრო ქსელი, რომელიც ისინი ოკუპაციას უკეთებდნენ სამხრეთ მიწებს. აგრძელებდნენ დასახულ გეგმას, მათ მიჰქონდათ ტყავი და ხორცი სოფლებში, სიმინდში და გოგრაში გასაცვლელად. 1800 წლისთვის კომანჩები იყვნენ ძირითადი ცხენის დისტრიბუტორები ჩრდილოეთში სხვა ტომებისთვის. ასევე მათ დაიწყეს მოძრაობა სამხრეთისკენ, რომ მოემარაგებინათ ახალმოსახლეები. 1786 წლის შემდეგ ნიუ-მექსიკოს სასაზღვრო ზონაში მცხოვრებები ზიდავდნენ საკვებს, სამშვენისებს და ლითონის ნივთებს, რომ გაეცვალათ ინდიელებათან ცხენები, ტყავი, და ხორცი. კომანჩეროები შემდეგ ამარაგებდნენ მათ იარაღებით და ვისკით, იღებდნენ კონტრაბანდით მსხვილ-ფეხა საქონელს და ტყვეებს საპასუხოდ. ვაჭრობა მოისპო ცივი ომის შემდეგ როცა კომანჩები წაიყვანეს რეზერვაციაში და კამეჩები გაანადგურეს.[3]

ადამიანების როლი ტომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები აგროვებდნენ მცენარეებს და პატარა ცხოველებს და იღებდნენ ძირითად როლს ბავშვების აღზრდაში. ისინი იყვნენ ძირითადად პასუხისმგებლები ცხოველების დაკვლაში და მათ მომზადებაში, ტყავის დამუშავებაში, ტანსაცმლის და კონტეინერების მომზადებაში და ა.შ. ქალებს ეკუთვნოდათ და აღმართავდნენ სადგომებს და ორგანიზებას უკეთებდნენ სახლის ნივთების გამოყენებას.

კაცები მონაწილეობას იღებდნენ დიდ თამაშში, ხელმძღვანელობდნენ ცხენების ფარებს, აწყობდნენ რეიდებს და სავაჭრო ექსპედიციებს. ისინი ასევე ამზადებდნენ იარაღებს და ლურსმნებს. ბავშვები, ყმაწვილობა და მოხუცებული ხალხი ეხმარებოდნენ სახლის სამშენებლო სამუშაოებში და უვლიდნენ პირუტყვს. ტყვეებს ამუშავებდნენ ცხენებთან და აკეთებინებდნენ აღჭურვილობას, მიჰყავდათ ხოლმე რეიდებზე, მონაწილეობას იღებდნენ მათი კულტურების შერწყმაში და ა. შ. 2000 წელს ისევ გრძელდებოდა შრომის ტრადიციები, თუმცა-ღა ამჯერად უკვე თანამედროვე ფორმებში. ქალები ამზადებდნენ საკვებს და უვლიან სახლს, კაცები მუშაობენ გარეთ და ბებიები უვლიდნენ ბავშვებს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელი და ამერიკელი მოგზაურებისგან წარმოდგენილი ის მონაცემები, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობის აღრიცხვას მოიცავდა, რეალურად კითხვებს ბადებს. იგი მერყეობს 6 000-დან 20 000-მდე. მოსახლეობა შესამჩნევად შემცირდა ამერიკული მმართველობის ქვეშ. 1 382 კომანჩი იყო 1884 წელს, 1 171 - 1910 წელს, 2000 წლიდან მათმა რაოდენობამ 11 ათასს მიაღწია.[3]

სხვა წყაროების მიხედვით კი, ეს ციფრები განსხვავდება, მაგალითად: XVII საუკუნის მიწურულს მათი რაოდენობა 45 000 ადამიანს აღწევდა[5]. დღეს კი კომანჩების ერს ჰყავს 15 191 წევრი, აქედან დაახლოებით 7 763 არის ის რაოდენობა, ვინც ცხოვრობს ლოუტონთან, ფორტ-სილთან და ზოგადად ჩრდილო-დასავლეთ ოკლაჰომაში[6].

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი რწმენის მიხედვით სამყაროს შემქმნელი იყო „დიდი მამა“, რომელიც ასოცირდებოდა მზესთან. ეს არსება არ არის დაინტერესებული ადამიანთა საქმით, ის უფრო დაინტერებულია, რომ სულებმა წარმოაჩინონ თავიანთი თავები როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, მინიატურულ ადამიანებში, ან სულებში. სულები არიან ზებუნებრივი ძალის მატარებლები, რომელიც უტოლდება სიცოცხლის სიძლიერეს.

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა "მედიცინა" კომანჩებისთვის ორ მიმართულებასავითაა გაყოფილი, პირველი გულისხმობს თერაპიულ მკურნალობას, ხოლო მეორე სულიერი ძალების მეშვეობით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ფიზიკურ და მეტაფიზიკურ მკურნალობას შორის კავშირი არსებობდა. კომანჩების ფარმაცია შეიცავს რიგი მცენარეების და ცხოველების "მატერიალს", მათ შორის არის ფერფლი, მცენარე "sneezeweed", "milkweed", "peyote" და "lard". "Cedar" და "sage"-ს იყენებენ, როგორც ცერემონიულ ფუმიგანტს. სხეულის დასაცავად სპეციალური საღებავი გამოიყენებოდა (Ocher).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში, კომანჩებისთვის ტრადიციული დაკრძალვის მეთოდი შემდეგნაირია: გარდაცვლილის სხეულს ნაჭერში ახვევდნენ და შემდგომ ცხენზე ათავსებდნენ, მის უკან აუცილებლად ცხენოსანი იჯდა, რომელიც შემდგომ ეძებდა შესაფერის სამარხს (დასამარხ ადგილს), როგორიც მაგალითად არის მღვიმე. მიცვალებულის სხეულის ძირს დადების შემდგომ, ფარავდნენ ქვებით და შემდგომ ბრუნდებოდნენ ბანაკში, სადაც ჭირისუფლები წვავდნენ გარდაცვლილის ყველა ნივთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Pocket Pictorial." დაარქივებული 2010-04-06 საიტზე Wayback Machine. Oklahoma Indian Affairs Commission. 2010: 11. (retrieved 10 June 2010)
  2. "2011 Oklahoma Indian Nations Pocket Pictorial Directory" (PDF). Oklahoma Indian Affairs Commission. November 2011. Retrieved January 2, 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Gelo, D. J., & Abate, T. (2009). Culture Summary: Comanche. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=no06-000
  4. Gelo, D. J., & Hämäläinen, P. (2009). The Comanche Empire. The Journal of American History, 96(1), 97-98. doi:10.2307/27694782
  5. McLynn, Frank. "Review of Pekka Hämäläinen, The Comanche Empire". Literary Review
  6. "The Official Site of the Comanche Nation ~ Lawton, Oklahoma". Comanchenation.com. Retrieved 2012-06-18.