მუსტანგი (ესპ.mustango) — გაველურებული შინაური ცხენი. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში. ადგილობრივი მოსახლეობა — ინდიელები — მუსტანგზე ნადირობა ხორცისა და ტყავისათვის, აგრეთვე მოსაშინაურებლად. მუსტანგების რაოდენობა XVIII საუკუნეში 4 მლნ. აღწევდა, XX საუკუნეში კი 20 ათასამდე შემცირდა. ამჟამად არის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ და მათი რაოდენობა გაზრდილია. 2010 წლის თებერვლის მონაცემებით, ველურ ბუნებაში ზრდასრული მუსტანგების რაოდენობა 33 700, ხოლო კვიცების 4 700 იყო.[1]