კოლუვიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლუვიონი (კოლუვიური დანალექები; ლათ. colluvio – დაგროვება) — ნატეხი მასალა, რომელიც გროვდება მთების კალთებზე ან მათ ძირში სიმძიმის ძალის ზემოქმედებით (ნაზვავი, ნაშალი და ა.შ. მასალა). გადაადგილებას განიცდის გრავიტაციის ან მყინვარული ძვრების შედეგად.

კოლუვიონი უპირისპირდება დელუვიონს (დადაბლებულ მხარეებში), რომელიც თავის მხრივ, შედგება გამოფიტული ფხვიერი ნაშალი მასალისაგან და გადაადგილდება წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლებით.

გენეტიკური თვალსაზრისით, კოლუვიონი არაფრით არ განსხვავდება დელუვიონისაგან: ნატეხი მასალის გადაადგილებას ხელს უწყობს წვიმისა და მდნარი წყლების კომპენსაცია, რაც დადაბლებულ მხარეებში დამახასიათებელია დელუვიური დანალექებისათვისაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955.