ალექსანდრე კოვალევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოვალევსკი, ალექსანდრე)
ალექსანდრე კოვალევსკი
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1840(1840-11-19)[1]
დაბ. ადგილი Vārkava
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 1901(1901-11-22)[1] (61 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] [1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ზოოლოგი, embryologist[3] , სამეცნიერო მუშაკი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
მუშაობის ადგილი ყაზანის უნივერსიტეტი, წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ოდესის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და Sevastopol Biological Station
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ვლადიმერ რეინჰარდი და Nikolay Popov
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი ვლადიმერ კოვალევსკი
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[4]

ალექსანდრე ონოფრეს ძე კოვალევსკი (რუს. Ковалевский, Александр Онуфриевич; დ. 19 ნოემბერი [ძვ. სტ. 7 ნოემბერი], 1840, ვარკავის თემი, ახლანდელი პრეილის რაიონი, ლატვია, — გ. 22 ნოემბერი [ძვ. სტ. 9 ნოემბერი], 1901, პეტერბურგი) — რუსი ბიოლოგი, ევოლუციური ემბრიოლოგიისა და ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1890). ვლადიმერ კოვალევსკის უფროსი ძმა. შეისწავლა ქორდიანთა (ამფიოქსუსი) და მრავალი უხერხემლო ცხოველის ემბრიონული განვითარება და დაადგინა ცხოველთა განვითარების საერთო კანონზომიერებანი, აგრეთვე გამოიკვლია გამომყოფი სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები, აღმოაჩინა და შეისწავლა უხერხემლო ცხოველთა ფაგოციტური ორგანოები და მათი როლი მწერების მეტამორფოზში. კოვალევსკის გამოკვლევებმა ილია მეჩნიკოვის და ერნსტ ჰეკელის ნაშრომებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ფილოგენეზურ მიმართულებას ემბრიოლოგიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мечников И. И., Александр Онуфриевич Ковалевский, в кн.: Страницы воспоминаний, М., 1946;
  • Догель В. А., А. О. Ковалевский (1840—1901), М.—Л., 1945;
  • Бляхер Л. Я., История эмбриологии в России (С середины XIX до середины XX вв.). Беспозвоночные, М., 1959.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]