შინაარსზე გადასვლა

კოდფიში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული კოდფიში
მშობ. სახელი: ინგლ. Codfish Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 46°47′ ს. გ. 167°38′ ა. გ. / 46.783° ს. გ. 167.633° ა. გ. / -46.783; 167.633
ფართობი 14 კმ²
უმაღლესი წერტილი 249 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

კოდფიში (ინგლ. Codfish Island) — პატარა კუნძული კუნძულ სტიუარტის დასავლეთით, ახალი ზელანდიის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება საუთლანდის რეგიონს. კუნძულს სახელი დაერქვა თევზ ცისფერი ვირთევზას პატივსაცემად, რომლებიც დაცურავენ სანაპირო წყლებში. ძირძველი მაორის ხალხის ენაზე კუნძულს ჰქვია — ფენუა-ჰოუ (მაორის ენიდან თარგმანში — «ახალი მიწა»).

კუნძულის ფართობი 14 კმ²-ია. უმაღლესი წერტილი სამხრეთ სანაპიროსთან, ზღვის დონიდან 249 მეტრზე მდებარეობს. ბოლო წლებში, კუნძულზე შექმნილია ფრინველთა ნაკრძალი, რომელშიც ბინადრობს ერთ-ერთი უიშვიათესი, ფრენის უნარის არმქონე ფრინველი კაკაპო.[1] ამას გარდა, კუნძულ კოდფიშზე ბუდობენ ახალზელანდიური ღამურა (ლათ. Mystacina tuberculata), ახალზელანდიური კაკა (ლათ. Nestor meridionalis), ყვითელშუბლა მხტუნავი თუთიყუში (ლათ. Cyanoramphus auriceps), ყვითელთავიანი მოჰუა (ლათ. Mohoua ochrocephala), ხოლო სანაპიროზე ბუდობენ მსხვილნისკარტა (ლათ. Eudyptes pachyrhynchus) და ულამაზესი პინგვინები (ლათ. Megadyptes antipodes).

1808-1809 წლებში კოდფიშზე მეთევზეთა პირველი დასახლებები გაჩნდა. 1825-1826 წლებში მათ ახალ ზელანდიაში პირველი, მაორებთან შერეული ევროპული დასახლება შექმნეს.[2]

კუნძულის ხედი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Whenua Hou, or Codfish Island. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  2. Ian Smith and Atholl Anderson. Codfish Island/Whenua Hou. Archaeological Project: Preliminary Report. Otago Archaeological Laboratory, Anthropology Department, University of Otago. ციტირების თარიღი: 2010-04-05.[მკვდარი ბმული]