კლოპენ ტრუიეფუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოპენი ანიმაციურ ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“.

კლოპენ ტრუიეფუ (pronounced: [klɔ.pɛ̃ tʁuj.fu], Clopin Trouillefou) — ლიტერატურული პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

ვიქტორ ჰიუგოს რომანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებში კლოპენი პიერ გრენგუარს ჩაუშლის პიესას, როდესაც დააყაჩაღებს მაყურებლებს. იმავე ღამით კი გრენგუარი მიეჭრება "საოცრებათა სასახლეში", სადაც კლოპენი წარმოჩნდება არა როგორც ქურდბაცაცა, არამედ უსახლკაროების მეფე.

კლოპენი გრენგუარს საზღვრის დარღვევის გამო ("საოცრებათა სასალეში" შესვლა პატიოსან ადამიანებს ეკრძალებოდათ) ჩამოხრჩობას მიუსჯის, თუმცა მშვენიერი ესმერალდა მას სიკვდილისგან იხსნის, იმით რომ ფორმალურად ცოლად გაჰყვება. ნაწარმოების ბოლოს კი, კლოპენი გებულობს ესმერალდას სასიკვდილო განაჩენის შესახებ, კაპიტან ფებუსის მოკვლის მცდელობის ბრალდებით. მისი გადარჩენის მიზნით, კლოპენი თავისი ხალხით გარს შემოარტყამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რათა კათედრალზე იერიში მიიტანოს და გამოიხსნას ესმერალდა, რომელიც კვაზიმოდოს ჰყავს შეფარებული. იერიშის საპასუხოდ კვაზიმოდო თავს იცავს ქვებით, კუნძებით და გამდნარი ტყვიით. საბოლოოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ კლოპენი მამაცურად დაიღუპა ტაძარზე თავდასხმის დროს.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი ვერსია
ჯონ ვებ დილონი 1917 წლის გადაკეთება
ერნესტ ტორენსი 1923 წლის ვერსია
თომას მიტჩელი 1923 წლის ვერსია
ფილიპ კლეი 1956 წლის ვერსია
უილფრიდ ლაუსონი 1966 წლის ვერსია
ტონი ქაუნთერი 1977 წლის ვერსია
დევიდ საჩეტი 1982 წლის ვერსია
პოლ კანდელი (გახმოვანება) 1996 წლის ვერსია
ჯიმ დეილი კუზიანი (1997)
ლუკ მერვილი 1997-2002, მიუზიკლი
დომენიკ პირონ 1999 პაროდია
ჩარლ კოლბურნი 2009 წლის ვერსია

დისნეის ანიმაციური ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოპენი აგრეთვე წარმოჩენილია უოლტ დისნეის ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, სადაც იგი არის ბოშა. ფილმში კლოპენი ჰიუგოსეულ კლოპენტან შედარებით არის მეტად მხიარული და ნაკლებად ავბედითი. მის პერსონაჟს ახმოვანებს პოლ კანდელი.