კიცუნე
კიცუნე (იაპონ. 狐) — მელას იაპონური სახელწოდება და იაპონური ფოლკლორის მნიშვნელოვანი გმირი. იაპონიაში ბინადრობს მელას ორი ნაირსახეობა - ნარინჯისფერი მელა )(Vulpes japonica, ჰონდო კიცუნე, ძირითადად ბინადრობს კუნძულ ჰონსიუზე;) და ჰოკაიდოს მელა (კიტა კიცუნე, ბინადრობს ჰოკაიდოზე; Vulpes schrencki).
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდ აღიარებული მოსაზრების თანახმად ბევრი მითი კიცუნეს შესახებ იაპონიაში ჩინური, კორეული ან ინდური ფოლკლორიდან შევიდა. ჩინურსა და კორეულ მითოლოგიებში არსებობს ცხრაკუდიანი სულები, რომლებსაც ჩინელები ჰული ძინს, ხოლო კორეელები კუმიჰოს უწოდებენ. მრავალი უძველესი მითი კიცუნეს შესახებ შემორჩა წიგნში „კონძაკუ მონოგატარიში“, რომელიც არის XI საუკუნის ჩინური, ინდური და იაპონური მითების [1]
დღემდე გრძელდება კამათი იმის შესახებ, არის თუ არა კიცუნე საკუთრევ იაპონური ფოლკლორის წარმომადგენელი. იაპონელი ფოლკლორისტი კიოსი ნოძაკი მიიჩნევს, რომ კიცუნე იაპონიაში ძვ.წ. V საუკუნეში არსებობდა, ხოლო ჩინეთიდან და კორეიდან მხოლოდ კიცუნეს უარყოფითი თვისებები გადმოვიდა.[2] იგი მიიჩნევს, რომ XVI საუკუნის ჩანაწერების წიგნ ნიჰონ რიაკის თანახმად ადამიანები და მელები უძველეს იაპონიაში თანაცხოვრობდნენ და მრავალი ადგილობრივი ლეგენდა წარმოიშვა როგორც ამ თანაცხოვრობის შედეგი.[3]
ინარის შემსწავლელკი მეცნიერი კარენ სმაიერსი მიიჩნევს, რომ მელის კავშირი ბუდზიმთან და მისი წარმოდგენა, როგორც მაცდენელი არსების, იაპონურ ფოლკლორში შევიდა მსგავსი ჩინური მითების გავლენით, თუმცა მყისვე აღნიშნავს, რომ ზოგი მითი საკუთრივ იაპონურია და აქედან გამომდინარე უნიკალურია.[4]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა კიცუნეს სრული ეტიმოლოგია უცნობი. სიტყვის გამოყენების პირველი მაგალითი გვხვდება 794 წლის ტექსტში სინუაკუ კეგონკიო ონგი სიკი. ძველი წყაროებიდან ასევე აღსანიშნავია ნიჰონ რიოიკი (810–824) და ვამიო რუიჯუსო (მიახ. 934). ეს უძველესი წყაროები დაწერილია მანიოგანით, რომელიც ნათლად აჩვენებს ისტორიულ წარმოთქმას - კი1ტუნე. შემდგომში რამდენიმე დიქრონულმა ფონოლოგიურმა ცვლილებამ გამოიწვია სიტყვა "კუტუნეს" ევოლუცია და დღეს იგი გამოითქმის როგორც "კიცუნე".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Goff, Janet. "Foxes in Japanese culture: beautiful or beastly?" Japan Quarterly 44:2 (April–June 1997).
- ↑ Nozaki, Kiyoshi. Kitsune — Japan's Fox of Mystery, Romance, and Humor. Tokyo: The Hokuseidô Press, 1961. 5
- ↑ Nozaki. Kitsune. 3
- ↑ Smyers 1999, pp.127–128