მთვარის ქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთვარის ქვა
Pierrelune.jpg
საერთო
ქიმიური ფორმულაK[AlSi3O8]
იდენტიფიკაცია
ფერიუფერო, ყვითელი, ღია-ნაცრისფერი ნაზი მოლურჯო ელფერით
სიმაგრე მოოსის სკალით6-6,5
სიმკვრივე2,56-2,62 გ/სმ³ კგ/მ³

მთვარის ქვა, ადულიარი — იშვიათი მინერალი კალიუმიანი მინდვრის შპატების ჯგუფისა. დაბალტემპერატურიანი ორთოკლაზის სახესხვაობა. სახელი ეწოდა ნათელი ცისფერი ელფერის გამო, რომლის გამომწვევი მიზეზია მინერალის თხელფირფიტოვანი აგებულება. სახელწოდება „ადულიარი“ წარმოსდგება ადულის მთებისაგან, სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ამ ქვის კრისტალები. გვხვდება იშვიათად პეგმატიტებსა ან ალპური ტიპის ძარღვებში. მთვარის ქვაში ზოგჯერ წარმოიქმნება „კატის თვალის“ ეფექტი. მეტად მგრძნობიარეა დარტყმისა და კუმშვის მიმართ. კრისტალები პრიზმატული, სვეტისებური ან ფირფიტოვანია. პლეოქროიზმი არ ახასიათებს. შთანთქმის სპექტრი არ ინტერპრეტირდება. ლუმინესცენცია სუსტად მოლურჯოა. მთვარის ქვის საბადოები გვხვდება რუსეთში, შრი-ლანკაში, ავსტრალიაში, მიანმარში, ბრაზილიაში, ინდოეთში, მადაგასკარზე, ტანზანიაში, აშშ-ში. იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]