კიმ ჯი ვუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კიმ ჯი ვუნი
KimJiwoon08TIFF.jpg
კიმ ჯი ვუნი 2008 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1964 (1964-07-06) (57 წლის)
სეული, სამხრეთი კორეა
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 1998-დღემდე

კიმ ჯი ვუნი (კორ. 김지운; დ. 6 ივლისი, 1964) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1][2]


კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმმა სარეჟისორო მოღვაწეობა თეატრში დაიწყო, თუმცა მალევე კინოინდუსტრიაში მიაღწია წარმატებას. მისი ფილმები სრულყოფილი დონის სამსახიობო შესრულებითა და დეტალიზებული სტილით გამოირჩევა.[3] კიმი, როგორც რეჟისორი და როგორც ვიზუალური სტილისტი, მუდმივად ვითარდება, რაც ნათლად ჩანს მის ბოლო ფილმებში: „ორი დის ამბავი“ და „ტკბილი ცხოვრების სიმწარე“, რომლებმაც ფართო კრიტიკული და კომერციული წარმატება დაიმსახურეს.[4]

1998 წელს კიმმა თავისი პირველი მხატვრული ფილმი, ჰორორი სახელწოდებით „წყნარი ოჯახი“ გადაიღო. ფილმი სასტუმროს მფლობელი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის სტუმრებიც სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს. ფილმმა 1999 წლის ფანტასპორტოს ფესტივალზე საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო მალაგას კინოს საერთაშორისო კვირეულზე საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის კატეგორიებში მოიპოვა გამარჯვება. 1998 წლის სიდჟესის საერთაშორისო კინოფესტივალზე „წყნარი ოჯახი“ ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

2000 წელს კიმმა მომდევნო ფილმი „ბინძური მეფე“ გადაიღო. ფილმი არაკომპეტენტური ბანკის კლერკის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გაურბის თავის პასუხისმგებლობებს და რინგზე „ბინძური მეფის“ ფსევდონიმით ჭიდაობს. 2001 წლის მილანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო უდინეს შორეული აღმოსავლეთოს კინოფესტივალზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა.

2003 წელს კიმმა საშინელებათა ჟანრის ფსიქოლოგიური დრამა „ორი დის ამბავი“ გადაიღო, რომელმაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ფანტასპორტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო მსახიობი ქალის, საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა,ხოლო ჰორორის კინოფესტივალზე – ნომინაციაში საუკეთესო კინოსურათი. ჟერარმერის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა გრან პრი და ახალგზარდული ჟიურის გრან პრი მოიპოვა, ხოლო მსახიობებმა ლურჯი დრაკონის დაჯილდოებასა და ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვეს გამარჯვება. 2009 წელს „ორი დის ამბის“ ამერიკული რიმეიქი, სახელწოდებით „დაუპატიჟებელი“ გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ემილი ბრაუნინგი ასრულებს.

2008 წელს რეჟისორმა მძაფსიუჟეტიანი ვესტერნის ჟანრის ფილმი, „კარგი, ცუდი, უცნაური“ გადაიღო. ფილმი, რომელშიც მოქმედება 1930-იანი წლების მანჯურიაში ხდება, სამი კანონდამრღვევი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს. 2008 წლის სიდჟესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო სპეცეფექტების ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება.

2010 წელს კიმმა პარკ ჰუნ-ჯუნის სცენარის მიხედვით გადაიღო თრილერი „მე ვნახე ეშმაკი“,[5] რომელშიც მთავარ როლებს ჩოი მინ-სიკი და ლი ბიუნ-ჰუნი თამაშობენ.[6] „მე ვნახე ეშმაკი“ ავსტრიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად აღიარა, ხოლო 2011 წლის აზიის კინოდაჯილდოებაზე ფილმმა ნომინაციაში საუკეთესო მონტაჟი გაიმარჯვა.[7]

რეჟისორისთვის ამერიკული დებიუტი იყო მომდევნო ფილმი – „გმირის დაბრუნება“ , რომელიც სტუდია Lionsgate Films-მა 2013 წელს გადაიღო. ფილმში მთავარ როლს არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს.[8]

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ სტუდია Warner Bros. დააფინანსებდა კორეულენოვან დრამას „საიდუმლო აგენტი“, რომელშიც მოქმედება 1930-იან წლებში ხდება. $8.62 მილიონი ბიუჯეტის მქონე ფილმის რეჟისორის პოზიციაზე კინ ჯი-ვუნი დაამტკიცეს. ფილმის ტრეილერი 2016 წელს, ახალი სათაურით „ჩრდილების ეპოქა“ გამოვიდა. [9]

2017-2018 წლებში კიმმა გადაიღო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „ილიანგი: მგლების ბრიგადა“, რომელიც დაფუძნებულია მამორუ ოშის ანიმეზე სახელწოდებით „ჯინ-როჰი: მგლების ბრიგადა“.[10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
1998 წყნარი ოჯახი დიახ დიახ
2000 ბინძური მეფე დიახ დიახ
2003 ორი დის ამბავი დიახ დიახ
2005 ტკბილი ცხოვრების სიმწარე დიახ დიახ
2008 კარგი, ცუდი, უცნაური დიახ დიახ დიახ
2010 მე ვნახე ეშმაკი დიახ
2013 გმირის დაბრუნება დიახ
2016 ჩრდილების ეპოქა დიახ დიახ დიახ
2018 ილიანგი: მგლების ბრიგადა დიახ დიახ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noh, Jean. Finecut does deal with Kim Jee-woo's Devil. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  2. 'The Good, the Bad, the Weird' - OhmyNews International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  3. A Bittersweet Life - Film @ The Digital Fix (15 April 2006). ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  4. Review "A TALE OF TWO SISTERS" DVD, 31 March 2005, Pop Matters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2020.
  5. A Man Falls From Grace in First Images from 'I Saw the Devil'. BloodyDisgusting.
  6. 'Oldboy' Star in Hunt of Psychopath in 'Saw a Devil'. BloodyDisgusting.
  7. Kim Jee-Woon Interview: The Devil’s Advocate. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  8. “Eating sushi with a little less wasabi”: Interview with Kim Jee-woon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2011. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  9. [밀정 1차 예고편 공개 The Age of Shadows (2016) teaser trailer (ENG SUB)].
  10. Is Kim Jee-woon Planning a Live-Action Jin-Roh: The Wolf Brigade Movie? - BeyondHollywood.com.[მკვდარი ბმული]